მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:3

2. რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი.3. ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ.4. ნუ-უკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, - ამის ჯერისათჳს სიქადულისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
3. ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მიმავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს (9,3).:

თარგმანი: იხილე ყოველსავე შინა მზრუნველობაჲ პავლესი; არა ხოლო მიწერითა, არამედ მივლინებითაცა კაცთა თანაშემწეთაჲთა, რაჲთა არა ცუდ იქმნეს სიქადული მისი მათთჳს. ხოლო სიქადული იგი არა თუ სხუასა რასმე ზედა იყო, არამედ ამის ჯერისათჳს, ესე იგი არს მოწყალებისათჳს ოდენ, რაჲთა არა აღზუავნენ, ვითარცა სხუასაცა ყოველსავე ზედა საქებელნი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის