მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:2

1. რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა.2. რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი.3. ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
2. რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვიცი გულსმოდგინებაჲ თქუენი, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა (9,2).:

თარგმანი: მინდობილისაჲ არს, რაჟამს თჳთ გულპყრობილ იყოს ვისთჳსმე რასამე ზედა, ხოლო ესე ფრიად უმეტესი რწმუნებაჲ არს, რაჟამს სხუათა მიმართცა იქადოს ვინმე სხუათათჳს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის