მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:15

14. და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა.15. ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
15. ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა (9,15).:

თარგმანი: ვინაჲთგან მაქებელ ექმნა მათ და აღამაღლნა სიტყჳთა შესხმისაჲთა, იხილე სიბრძნე ყოვლად ბრძნისაჲ მის, ვითარ დასასრული ყოვლისაჲ დაწყებისა მისვე და დასაბამისა ყოველთა კეთილთაჲსა ღმრთისა აღიყვანა, და ყოვლისათჳსვე სახე მოგუცა მადლობისა მისისაჲ, რომელი-იგი არს დაწყება და აღსასრულ ყოველთა საქმეთა კეთილთა. ხოლო ნიჭად აწინდელსა ამას ადგილსა კორინთელთასა მას იტყჳს მორჩილებასა სახარებისასა, და რამეთუ მოწყალებისა მიერ ესოდენთა კეთილთა ურიცხუებაჲ მოუცემიეს ჩუენდა, რაოდენნი ზემო წარმოთქუნა. და რამეთუ აწ მოცემულთასა კუალად ფრიად უმრავლესთა მოგუანიჭებს მერმესა მას საუკუნესა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის