თარგმანი: კუალად ზემო თქუმულთავე სიტყუათა კუალსა შეუდგს და სამთა სარგებელთა დასდებს ქველისსაქმისათა: პირველად, რამეთუ მიმღებელთა მათ ნაკლულევანებაჲ აღივსების, რომელთა წმიდად უწოდს, ვითარცა ქრისტესთჳს დაგლახაკებულთა. მეორედ, რამეთუ მხედველნი ამის საქმისანი არა ხოლო დიდებად ღმრთისა, არამედ ბაძვადცა და მსგავსებად კეთილისა მის აღიძრვიან. ხოლო მესამედ, რამეთუ უმეტესსა გამოცდილებასა მისცემს მსახურებაჲ ესე წმიდათაჲ მსახურთა მათთა, რაჲთა გამოცდილებით მიღებითა სარგებელისაჲთა უადვილესად და უგულსმოდგინესად იქმოდინ კეთილსა მას მოწყალებისასა.
2 კორინთელთა მიმართ 9:12
11. ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა.12. რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა.13. გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9