მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:11

10. ხოლო რომელმან იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ.11. ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა.12. რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
11. ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა (9,11).:

თარგმანი: ზემოჲთგანთა სიტყუათა სახისმეტყუელებით იტყოდა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ხუარბლები სიმართლისა თქუენისაჲ, რამეთუ მოწყალებისა თესლთა მიერ აღორძნდების სიმრავლე ხუარბლებისაჲ, რომელ არს მრავალნაყოფიერებაჲ სათნოებათაჲ, რომელთა ერთი იგი თესლი მოწყალებისაჲ მრავალთესლად ხუარბლად აღაორძინებს. ხოლო აწ უმეტესსა დაჰრთავს, რომელ არს ყოველსა შინა განმდიდრებაჲ, რაჲთა არა ხოლო უხუებით მომღებელ, არამედ უხუებითცა მიმცემელ ვიყვნეთ, და ესრეთ ყოვლით კერძო აღემატების ჩუენ მიერ მადლობაჲ ღმრთისაჲ, ყოვლით კერძოჲსა მისთჳს უხუებისა, რამეთუ რაჟამს ჩუენ განგუამდიდრნეს ღმერთმან, პირველად ჩუენ ვჰმადლობთ მოღებისა მისთჳს ნიჭთაჲსა; ამისსა შემდგომად, რომელნი ხედვიდენ ჩუენსა განმდიდრებასა და უხუებით მიცემასა, ზოგად უხუებით მიმღებელთა მათ თანა ქველისსაქმისათა მმადლობელ იქმნებიან ღმრთისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის