თარგმანი: მადლად უწოდს, რამეთუ ჩუენ უმადლოთა და განმარისხებელთა მისთათჳს ესოდენ გარდაჰმატა მადლი თჳსი, ვიდრეღა მამულისა დიდებისა და სიმდიდრისაგან დაუკლებელად თავი თჳსი დააგლახაკა მიღებითა ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათაჲთა, რომლითა დაისაჯა და ჯუარს-ეცუა, რომელი-ესე უმეტეს დასაშჯელ არს ჩუენდა, უკუეთუ მან თავი თჳსი სიკუდიდ მისცა, რაჲთა განმამდიდრნეს ღმრთეებითა, ხოლო ჩუენ მის მიერ მოცემულთა ამათვე საფასეთაგან არა მივსცემდეთ მას.
2 კორინთელთა მიმართ 8:9
8. არა თუ ბრძანებით გეტყჳ, არამედ სხუათა მოსწრაფებისათჳს თქუენისა მისცა სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი.9. რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ თქუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმდიდრდეთ.10. და ამისათჳს გაზრახებ, რამეთუ ესე უმჯობეს არს თქუენდა, რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაწარ იწყეთ შრანდითგან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8