მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:7

6. რაჲთა ვჰლოცვიდეთ ჩუენ ტიტეს, რაჲთა ვითარცა-იგი წინაწარ იწყო, ეგრეთვე აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი.7. არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა, რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ.8. არა თუ ბრძანებით გეტყჳ, არამედ სხუათა მოსწრაფებისათჳს თქუენისა მისცა სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
7. არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა, რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით - სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა (8,7).:

თარგმანი: ამათცა სიტყუათა მიერ შესხმისათა უმეტეს გულსმოდგინე ჰყოფს მათ საქმედ კეთილისა, რამეთუ წარმატებულებაჲ თქუა სიმდიდრისათჳს სათნოებათა მათთაჲსა, ვითარ-იგი უნაკლულო იყვნეს სარწმუნოებითა უფლისა მიმართ, სიტყჳთა სიბრძნისაჲთა და მეცნიერებითა შჯულთა საღმრთოთაჲთა და მოსწრაფებითა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის