მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:5

4. მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ.5. და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს პირველად უფალსა და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაჲთა.6. რაჲთა ვჰლოცვიდეთ ჩუენ ტიტეს, რაჲთა ვითარცა-იგი წინაწარ იწყო, ეგრეთვე აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
5. და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს პირველად უფალსა და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაჲთა.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს, პირველად უფალსა და მერმე ჩუენ, ნებითა ღმრთისაჲთა (8,5).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაოდენ-იგი არაჲ მოსალოდებელ იყო ესოდენ უღონოთა მათგან ყოვლად მოცემაჲ რაჲსაჲცა, ესოდენ მდიდრად შეწირეს, ვიდრეღა არა დაიშთინეს განყოფით კერძოჲ ღმრთისა, და კერძოჲ სოფლისა საქმეთა საჴმრად, არამედ ყოვლითურთ თავნი თჳსნი შეწირნეს ღმრთისა სრულებით, და ჩუენდა შესაწირავ იქმნნეს, არა ცუდად-რაჲმე, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა, რაჟამს ყოველივე სათნოდ მისსა ყვეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის