მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:4

3. რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა, ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნეფსით თჳსით.4. მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ.5. და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს პირველად უფალსა და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
4. მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნებსით თჳსით. მრავლითა ვედრებითა მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ (8,3-4).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ძალისაებრ ვეწამები, და ზეშთა ძალისაცა უმეტესად. ფრიადითა ვედრებითა გუევედრნეს ჩუენ მადლსა მას და ზიარებასა წმიდათა მსახურებისასა მიღებად ჩუენგან. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ჩუენ უბრძანეთ, არამედ მათ თჳთ გამოითხოვეს ჩუენგან ფრიადითა ვედრებითა, რაჲთა განუჩინოთ მათ საქმედ მსახურებაჲ წმიდათაჲ, რომელი-იგი ნამდჳლვე ამისთჳს უფროჲს საწადელ არს, რამეთუ მადლი არს ზეგარდამოჲ, და არა მიცემაჲ ოდენ, არამედ თანაზიარებაჲ; ვინაჲთგან მიცემითა საჴმართაჲთა თანა-ეზიარები ლოცვათა და მადლსა მათსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის