თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ძალისაებრ ვეწამები, და ზეშთა ძალისაცა უმეტესად. ფრიადითა ვედრებითა გუევედრნეს ჩუენ მადლსა მას და ზიარებასა წმიდათა მსახურებისასა მიღებად ჩუენგან. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ჩუენ უბრძანეთ, არამედ მათ თჳთ გამოითხოვეს ჩუენგან ფრიადითა ვედრებითა, რაჲთა განუჩინოთ მათ საქმედ მსახურებაჲ წმიდათაჲ, რომელი-იგი ნამდჳლვე ამისთჳს უფროჲს საწადელ არს, რამეთუ მადლი არს ზეგარდამოჲ, და არა მიცემაჲ ოდენ, არამედ თანაზიარებაჲ; ვინაჲთგან მიცემითა საჴმართაჲთა თანა-ეზიარები ლოცვათა და მადლსა მათსა.
2 კორინთელთა მიმართ 8:3
2. რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გადაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა;3. რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა, ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნეფსით თჳსით.4. მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8