მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:2

1. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი-იგი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა,2. რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გადაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა;3. რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა, ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნეფსით თჳსით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
2. რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გადაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა;
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გარდაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა (8,2).:

თარგმანი: იხილე მრავალსახე ესე თხზულებაჲ ქებისა მათისაჲ, ვითარ ესოდენ იყო სიმრავლე ჭირთა მათთაჲ, ვიდრეღა მიმყოვრებითა ჟამისაჲთა მისცა მათ უმეტესი გამოცდილებაჲ მოთმინებით თავს-დებად ჭირთა, რაჲთა არღარა შეუწუხებელად ოდენ, არამედ გარდამეტებულითა მხიარულებითა იყოფოდინ მათ შინა; და ვითარ-იგი ჭირმან სიხარული შვა, ეგრეთვე დიდძალმან მან სიგლახაკემან რომელი შემთხუეულ იყო მათდა თჳსთა ნათესავთაგან იავარყოფითა ნაქონებთაჲთა, გარდაჰმატა სიმდიდრე უხუებისა მათისაჲ, რამეთუ არა სიმრავლითა მისაცემელთაჲთა იქმნების უმეტესობაჲ მოწყალებისაჲ, არამედ სიმდიდრითა გონებისა უხუებისაჲთა.

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. ძმის ავადმეტყველება და საცდურის განკურნება:

...ადო სიფრთხილით უნდა გავაკეთოთ, რათა უგუნური საბაბიც კი მოვსპოთ. ამიტომ პავლეც ფულის საქმეში ბევრ კაცს აგზავნიდა, ღარიბთა საზრდოს გადასატანად; მიზეზსაც ასახელებს და ამბობს: „ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ“ (). რადგან როდესაც დაინახა, რომ ისინი არასწორად დაბრკოლდებოდნენ, ეს არ უგულებელყო და არც არაფრად ჩააგდო; არამედ, რადგან შეეძლო საცდურის მოხსნა, თვით საცდურში ჩავარდნილებზეც წინასწარ იზრუნა. და კვლავ სხვაგან ამბობს: „უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო“ (). თუმცა ეს ყოველივე თავისთავად განურჩეველი იყო; მაგრამ მაინც, ამბობს, თუ ამას საცდური მოაქვს, თუნდაც მე არ მავნოს, საცდურში ჩავარდნილთა ცხონებას არ უგულებელვყოფ. რადგან თუ დათმობით ცხონებაზე უფრო დიდი ზიანი წარმოიშობა, მაშინ საცდურში ჩავარდნილი უგულებელყავი; ხოლო თუ ასეთი ზიანი არ წარმოიშობა, აღარ....

სრულად ნახვა