მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:19

18. და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა,19. და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად გულს-მოდგინებისა თქუენისათჳს.20. ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
19. და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად გულს-მოდგინებისა თქუენისათჳს.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთდასხმითცა იკურთხა ეკლესიათაგან, თანა-გუნდად ჩუენდა, მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად და გულსმოდგინებისა თქუენისათჳს (8,19).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ქადაგად სახარებისა გამოცდილ არს ესე, არამედ ჴელთდასხმულცა არს ეკლესიათაგან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თანამავალად ჩუენდა, და ზიარ ყოფად ჭირთა ჩუენთა, არა ლიტონითა და კაცთა მიერითა ოდენ ჴელთდასხმითა, არამედ მადლისა მის მიერ კურთხევითა, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ; რაჲთა ესე იყოს მიმთუალველი საჴმართა მათ, თქუენგან ქველისსაქმედ შეკრებულთა, და რაჲთა სარწმუნო-ყოფითა ამისითა უმეტესად იდიდოს ქრისტე, და თქუენ უგულსმოდგინეს იქმნნეთ სახელისა მისისათჳს შეკრებასა საჴმართასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის