მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:18

17. რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნეფსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ.18. და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა,19. და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად გულს-მოდგინებისა თქუენისათჳს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
18. და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა,
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა (8,18).:

თარგმანი: ვიეთნიმე ლუკაჲსთჳს თქუმულად იტყჳან სიტყუასა ამას, ვითარმცა მას შეეტყუებოდა ქებაჲ სახარებისაჲ, ვითარცა აღმწერელსა სახარებისასა, ხოლო ვიეთნიმე — ბარნაბაჲსთჳს, რამეთუ უწერელიცა ქადაგებაჲ სახარებად სახელ-იდების; და შემდგომი ესე უფროჲს შეეტყუების, რამეთუ შემდგომნი სიტყუანი ბარნაბას უფროჲს შეეტყუებიან, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ქადაგი არს სახარებისაჲ, არამედ ქებულიცა ქადაგებასა შინა მისსა. ხოლო ქებაჲ იგი არა ერთისა ვისგანმე, არამედ ყოველთა მიერ ეკლესიათა უსარწმუნოეს არს.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: თანა-მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა ეკლესიათა მიერ (8,18).:

თარგმანი: ბარნაბას იტყჳს აქა, რომელი-იგი ქებულ არს ქადაგებითა სახარებისაჲთა ყოველთა მიერ ეკლესიათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის