მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:1

1. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი-იგი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა,2. რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გადაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა;
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
1. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი-იგი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა,
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა (8,1).:

თარგმანი: ფრიად რაჲმე სიბრძნით ჰყოფს, რამეთუ არა მხილებისა მიერ და სიფიცხისა იწყებს სწავლად, არამედ შესხმისა სიტყუათა მიერ წადიერ ჰყოფს მათ მოწყალებისა მიმართ, და მადლად ღმრთისა უწოდს მას, რამეთუ ჭეშმარიტად, ვითარცა მადლი კურნებათაჲ, ეგრეთვე ესეცა ღმრთისა მიერი მადლი არს, რაჲთა იყოს კაცი მოწყალე. ხოლო ამის ესევითარისა სათნოებისა სახედ მოართუამს ეკლესიათა, რომელ არიან შესაკრებელთა მაკედონიაჲსათა, რამეთუ არა ერთსა ვისმე მათგანსა, არამედ ზოგად ყოველთა აქებს ამის სათნოებისა წარმართებისათჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის