მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:4

3. არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ, თანა-მოსიკუდიდ და თანა-ცხორებად.4. მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა.5. და რამეთუ რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ: გარეშე - ბრძოლანი, შინაგან - შიშნი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
4. მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა.
თავი ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მრავალი კადნიერება მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს (7,4).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა დასაშჯელად თქუენდა განვავრცენ სიტყუანი მხილებისანი, არამედ რამეთუ ფრიადი კადნიერებაჲ მაქუს სიყუარულისა თქუენისა მიმართ; არცა განწირვით გეტყოდე მეუღლე-ყოფასა ურწმუნოთასა, არამედ, ვინაჲთგან მრავალი სიქადული მოგიცემიეს ჩემდა კეთილთა საქმეთა თქუენთაგან, მნებავს, რაჲთა ამასცა ზედა ვიქადო, რაჟამს თქუენ განჰმართოთ ცთომილებაჲ ესე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის