მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:11

10. რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს.11. რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ, გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას.12. და ღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ წინაშე ღმრთისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
11. რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ, გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ბ გულსმოდგინედ წურთისათჳს წერილთაჲსა:

...ითა თჳსითა, ვი-თარცა ცჳლი ცეცხლმან, ვითარცა-იგი თავადი წამებს, რამეთუ ისმინეთ, რასა მიუწერს: „რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერ მწუხარებამან მაგან თქუენმან რავდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რავდენი მომადლებაჲ, ანუ რავდენი ლხინი, რავდენი შიში, რავდენი სურვილი, რავდენი შური, ანუ რავდენი შურის-გებაჲ“. ესე ყოველი სწავლამან მოციქულისამან ქმნა მათ შორის. ესრეთ ძალ-უც სიტყუათა საღმრთოთა, ესრეთ მცირეთა და დიდთა სარგებელ არიან.

იხილეთ დავით, ოდეს იგი დიდსა მას ცოდვასა შთავარდა, ესმნეს რაჲ სიტყუანი კეთილნი, მოვიდა სინანულსა მას დიდებულსა. იხილენ მოციქულნიცა, არა სიტყუათა მათ უფლისათა სმენითა მოვიდეს საზომსა მას და ყოველი სოფელი მოიმოწაფეს? და რაჲ სარგებელ არს, იტყჳნ ვინმე, უკუეთუ ვისმენდეთ სიტყუათა საღმრთოთა და არა ვიქმოდით? არს ესრეთცა დიდი სარგებელი: აბრალოს თავსა თჳსსა, სულთ-ითქუნეს, რომელსა ესმოდინ სიტყუანი საღმრთონი, ცრემლოოდის, და უკუეთუ შეეჴშიროს სმენასა მას, გინა დღეს, გინა ხვალე, მოსლვად არს საქმედცა. ხოლო რომელი ყოვლადვე არა ისმენდეს, ვინაჲ ცნას თითოეულისა ცოდვისა ბრალი, ვითარ აბრალოს თავსა თჳსსა, ოდეს მოიწყჳდოს ცოდვაჲ, ოდეს იწყოს სინანულად? ამისთჳს გევედრები, ნუ...

სრულად ნახვა