თარგმანი: ზემო თქუა მიზეზი წადიერებისაჲ ჴორცთაგან განსლვისათჳს, ესე იგი იყო სურვილი მახლობელობისა ღმრთისაჲ, ხოლო აწ იტყჳს, ვითარმედ: ნუ გგონიეს, ვითარმედ განსლვაჲ ოდენ ჴორცთაგან კმა ეყოფვის კაცსა ღონედ მახლობელობისა ღმრთისა, არამედ იგი ოდენ განსლვაჲ მიგუაახლებს ჩუენ ღმერთსა, რაჟამს ამასვე სოფელსა შინა ვისწრაფოთ სათნო-ყოფად მისსა კეთილითა მოქალაქობითა. ესე არს განსლვაჲ სანატრელი, რაჟამს შემოსლვაჲ, რომელ არს ჴორცთა ამათ შინა ყოფაჲ ჩუენი, სათნოდ მისსა წარვვლოთ. ხოლო თჳნიერ ამისსა სამგზის საწყლობელ და უბადრუკ ვართ, უკუეთუ არა აქავე სათნო-ყოფილ ვიყვნეთ მისდა, და ეგრეთ განვიდეთ. ვინაჲცა უსაკუთრეს ესრეთ არს სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ: ამით პატივ-ვიცემით, გინა თუ შემომავალნი, გინა თუ განმავალნი სათნო მისსა ყოფითა.
2 კორინთელთა მიმართ 5:9
8. ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გჳჩნს უფროჲსღა განსლვაჲ ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა.9. ამისთჳსცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ მისა.10. რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5