მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:3

2. და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის;3. რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ.4. და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
3. რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ (5,3).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ აქა განვიძურცით ჴორცთა, არამედ არავე უჴორცოდ წარმოვდგებით საშინელსა მას სამშჯავროსა, გარნა ამითვე ჴორცითა, აღდგომილითა და უხრწნელად შეცვალებულითა. ხოლო შენ, გესმას რაჲ "შე-თუ-ვიმოსოთ", ნუ გგონიეს თუ გუამთა აღდგომასა საეჭუელ-ჰყოფს; რამეთუ უეჭუელად ყოველნი აღდგებიან. გარნა ვინაჲთგან აღდგომაჲ ერთ არს, ხოლო დიდებაჲ აღდგომილთაჲ მათ — არა ერთ, რამეთუ რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ, ხოლო რომელნიმე საშჯელად საუკუნოდ აღდგებიან, ამისთჳს ნუვინ მიენდობვის აღდგომასა ოდენ, არამედ აქავე განმზადენ თავი თჳსი, რაჲთა არა საშჯელისა საუკუნოჲსა თანამდებ იყოს და ქუესკნელს შთასვლისა, არამედ ესევითარი აღდგეს, რომელ ზე-აღმავალობისათჳს ზეცისად იწოდებოდის, და ცხორებითა საუკუნოჲთა შემოსილი არღარა შიშით იპოებოდის, რამეთუ დაღაცათუ ჴორცთაგან არა შიშუელ იყოს, რამეთუ უეჭუელად ყოველნი ამითვე ჴორცითა აღვდგებით, ხოლო დასაშჯელნი ჴორცნი, რომელთა არა ემოსოს დიდებაჲ იგი ზეცისათაჲ მათ, ესევითარი იგი შიშუელვე არს, განჴუებითა ზეცისა ცხორებისაგან.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: გან-ღათუ-ვიძარცუნეთ, არავე შიუელ ვიპოვნეთ (5,3).:

თარგმანი: დაღაცათუ აღვიძარცუნეთ ჴორცნი ესე, არავე ვიყვნეთ თჳნიერ ჴორცთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის