თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთი და მამაჲ უფლისა იესუ ქრისტჱსი მარადის მის თანა იყო და მის მიერ დააგო სოფელი თავსა თჳსსა, რამეთუ არაოდეს იქმნა განყოფაჲ მამისა და ძისაჲ, არამედ ძისა მიერ მამამან სოფელი დააგო თავსა თჳსსა, რამეთუ გუაქუს ჩუენ მსახურებაჲ დაგებისაჲ. არამედ არა თუ ჩუენი რაჲმე არს ესე საქმჱ, რამეთუ ღმრთისაჲ არს, რომელმან მხოლოდშობილისა ძისა მიერ დაგუაგნა განდგომილსა ესე თავსა თჳსსა.
2 კორინთელთა მიმართ 5:19
18. და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ.19. რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ.20. ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5