თარგმანი: არა თუ იტყჳს თუ აწ არღარა ვიცით მისი ჴორციელებაჲ, არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ იქმნა იგი ჴორციელ, და ემოსნეს ჴორცნი ესრეთვე განხრწნადნი, ვითარცა ჩუენ, არამედ არღარა ესრეთ ჰქონან ხრწნილნი და ზრქელნი ჴორცნი სისხლთა თანა, არამედ უხრწნელნი და განშორებულნი სიზრქისაგან.
2 კორინთელთა მიმართ 5:16
15. და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა.16. ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით,17. არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5