მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:14

13. რამეთუ გინა თუ განვცჳბრდით, - ღმრთისა, გინა თუ განვბრძნდით, - თქუენდა.14. რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ: ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოწყდეს.15. და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
14. რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ: ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოწყდეს.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ გინა თუ განვცჳბრდით, — ღმრთისა; გინა თუ განვბრძნდით, — თქუენდა (5,14).:

თარგმანი: განცჳბრებად უწოდს მაღალთა სიტყუათა თქუმასა; ესე იგი არს, ვითარმედ: არა ცნობიერისა გონებისაჲ არს სიქადულით რასმე თქუმაჲ, არცა დიდ-დიდსა რასმე თქუმაჲ თავისა თჳსისათჳს. ვინაჲცა მე არა სიქადულისათჳს ვყავ საქმე ესე განცჳბრებულთაჲ, არამედ ყოველსავე თქუენთჳს ვჰყოფ დიდ-დიდთა თქუმასა, რაჲთა არა შეურაცხ-ყოფითა ჩუენითა შეურაცხ-ჰყოთ მადლი ესე ღმრთისა მიერი მოციქულებისა და მოძღურებისაჲ, და ეგრეთ წარსწყმდეთ. და კუალად: სიბრძნით დამდაბლებასა თავისა თჳსისასა, ამისთჳს, რაჲთა სიმდაბლე გასწავო თქუენ. გინათუ ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ ვინ განცჳბრებულ მიწოდს, ღმრთისაგან მიიღოს სასყიდელი, რომლისათჳს მე სულელ საგონებელ ქმნულ ვარ. ხოლო უკუეთუ ბრძენ უჩნ, სიბრძნისა მისგანვე ჩემისა მიიღოს სარგებელი. გინათუ ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ განცჳბრებულ ვარ, ღმრთისაჲ არს განცჳბრებაჲ ესე ჩემი დიდ-დიდთა მეტყუელებისაჲ, რაჲთა ჩემისა ღირსებისათჳს გრწმენეს და სცხონდეთ. ხოლო უკუეთუ ბრძენ ვარ, თჳთ ესე უეჭუელ საცხორებელ არს თქუენდა.

საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. რწმენა ზეციურ მემკვიდრეობაში:

...მიწაზე ხოხვისა და აურაცხელი მძიმე ცოდვით დამძიმებულთ. ამ ყველაფრის გახსენებით ნეტარი პავლე, რომელსაც ქრისტე ცხელად უყვარდა, რომელიც, თითქოს ფრთებზე, მთელ ქვეყნიერებას შემოუარა, რომელიც ხორცში მყოფი უხორცო არსებათა სრულყოფილებას ცდილობდა გამოევლინა, ასე ძახილებდა: „სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ" (). შეხედე, რა მადლიერება; შეხედე, რა მაღალი სათნოება; შეხედე, რა ცხელი სიყვარული! ქრისტეს „სიყუარული, — ამბობს, — მაწუევს ჩუენ", ესე იგი, აღძრავს, აიძულებს, მიზიდავს. შემდეგ, სურს რა თავისი სიტყვები განმარტოს, ამბობს: „ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოწყდეს. და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა" (2 კორ 5:14–15). ხედავ, რა სამართლიანად თქვა, რომ ქრისტეს „სიყუარული მაწუევს ჩუენ"? თუ ქრისტე ჩვენ ყველასთვის მოკვდა, იმისთვის მოკვდა, რომ ჩვენ, ცოცხლები, აღარ ჩვენთვის ვცხოვრობდეთ, არამედ მისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა. მივიღოთ ეს მოციქულის შეგონება და ვიცხოვროთ არა ჩვენთვის, არამედ ჩვენთვის მომკვდარისა და აღდგომილისთვის. მაგრამ როგორ, იტყვი, შეგვიძლია არა ჩვენთვის ცხოვრება? ისმინე კვლავ იმავე ნეტარი პავლესი, რომელ...

სრულად ნახვა