თარგმანი: ყოველსა ადგილსა მოსწრაფე არს, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ საქებელად თჳსსა იტყჳს მაღალთა სიტყუათა; ამისთჳს აწინდელთა ამათ სიტყუათა მიზეზად ეტყჳს კორინთელთა, ვითარმედ: არა ამისთჳს ვთქუენ, რაჲთა აწღა სადმე კუალად შეგასწავო თქუენ თავი ჩემი, ადრითგან შესწავებული, არამედ ამისთჳს, რაჲთა გაქუნდენ სიტყუანი ესე წინა-განსაწყობელად ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა ჩუენდა მომართისა კიცხევისა და ბასრობისა, და ამით სიქადულითა აღჳრ-ასხმიდეთ მათ, რაჲთა არა დამდაბლებასა თანა ჩუენ ჭეშმარიტებისა ქადაგთასა დააკნინონ მათ ქადაგებაჲცა ესე ჩუენი.
2 კორინთელთა მიმართ 5:12
11. უწყით უკუე შიში უფლისაჲ, კაცთა-მე ვერწმუნნეთა? რამეთუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ ვართ; და ვესავთ გონებათაცა თქუენთა შინა განცხადებად.12. და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ სიქადულისასა ჩუენთჳს, რაჲთა გაქუნდეს მათდა მიმართ, რომელნი-იგი პირსა წინაშე ხოლო იქადიან და არა გულითაცა.13. რამეთუ გინა თუ განვცჳბრდით, - ღმრთისა, გინა თუ განვბრძნდით, - თქუენდა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5