თარგმანი: არა კითხვის სახედ, არამედ ესრეთ უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე: უწყით უკუე შიში უფლისაჲ; კაცთა ვერწმუნებით, ხოლო ღმრთისა განცხადებულ ვართ. ხოლო ვესავ გონებათაცა შინა თქუენთა განცხადებად. ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთსა, ყოვლისავე მეცნიერსა, არარაჲ რწმუნებაჲ უჴმს, არამედ ჩუენდა ჯერ-არს, რაჲთა კაცთაცა ვერწმუნნეთ, რამეთუ არა ხოლო მოქმედობაჲ ოდენ ბოროტისაჲ დაშჯის ვისმე, არამედ დაღაცათუ არარაჲ გუექმნას ბოროტი, არამედ საეჭუ ოდენ ქმნილ ვიყვნეთ ბოროტის მოქმედად, და არა ვიღუაწოთ ძალისაებრ ჩუენისა გულსავსე-ყოფად მეჭუელთა მათ, რაოდენ რაჲ ეგებოდის. ამისთჳსცა საშჯელისა თანამდებ ვართ, რამეთუ მრავალგზის ძალ-ედვის კაცსა განქარვებაჲ ვიეთისამე იჭჳსა მისდა მიმართისაჲ, და შეურაცხ-ყოფითა მეჭუელთაჲთა თანა-წარჰჴდებინ, და არა გულსავსე ჰყოფნ მათ, რომელი-ესე უჯერო არს და თანამდებ საშჯელისა. ამისთჳს მოციქული დაღაცათუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ იყო, და ეგრეთვე გონებათაცა მათთა შინა, რომელნი-იგი არა იჭუნეულ იყვნეს მისსა მიმართ, არამედ იგი მცირეთაცა მათ უძლურთა და იჭუნეულთა არავე შეურაცხ-ჰყოფს, გარნა მათითა გულსავსე-ქმნითა ჩუენ განგუსწავლის, რაჲთა არავის...
2 კორინთელთა მიმართ 5:11
10. რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი.11. უწყით უკუე შიში უფლისაჲ, კაცთა-მე ვერწმუნნეთა? რამეთუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ ვართ; და ვესავთ გონებათაცა თქუენთა შინა განცხადებად.12. და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ სიქადულისასა ჩუენთჳს, რაჲთა გაქუნდეს მათდა მიმართ, რომელნი-იგი პირსა წინაშე ხოლო იქადიან და არა გულითაცა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5