მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:1

1. რამეთუ უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა.2. და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის;
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
1. რამეთუ უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით უქმნელი საუკუნოჲ ცათა შინა (5,1).:

თარგმანი: ქუეყანისა სახლ არს აქაჲ ესე წუთ-ჟამისა ცხორებაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე უთქუამს. ხოლო მე უფროჲსღა ჴორცთათჳს თქუმულად გულისჴმა-ვჰყოფ ქუეყანისა სახლსა, რამეთუ ჴორცნი არიან საყოფელ სულისა, რომელნი-იგი დაიჴსნებიან სიკუდილისა მიერ; რომელნი, უკუეთუ დაიჴსნენ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, აღშენებად მიც ჩუენ ღმრთისა მიერ სახლი ჴელით უქმნელი საუკუნოჲ ცათა შინა; რამეთუ "დაჴსნადობითა" — მოკუდავებასა, ხოლო "აღშენებადობითა" აღდგომასა და განახლებასა გუამთასა ქადაგებს და "საუკუნოდ ცათა შინაობითა" — ვითარმედ ყოვლად უშიშ არიან კუალად განხრწნისა და მიწად მიქცევისაგან, მაშინ აღდგომილნი იგი გუამნი, არამედ საუკუნოდ ჰგიან ცათა შინა, ესე იგი არს ზეშთა ყოვლისა ხრწნილებისა.

მეთოდისი: სახლ არს სოფელი ესე, ხოლო საყოფელ სულისა — ჴორცნი; რამეთუ სხუაჲ არს სახლი და სხუა - საყოფელი, რომელი არს სახლსა შინა, ესე იგი არს სოფელსა ამას შინა, და სხუა — სული ჩუენი, რომელი იყოფების სოფელსა შინა ჴორცთასა. ამისთჳს მოციქული იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სახლი (რომელ არს სოფელი ესე) საყოფელისა ამის ჩუენისაჲ (რომელ არიან ჴორცნი), უკუეთუ ესევითარი ესე წუთ-ჟამისა ცხორებაჲ დაირღუეს,...

სრულად ნახვა
კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, ჩუენი საყოფელი, დაირღუეს (5,1).:

თარგმანი: სახლად ჴორცთა ამათ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ესენი დაარღუენ, განუხრწნელად მოგუეცნენ იგინი.

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. საკუთარ საქმეებზე დაფუძნებული ცხონების იმედი (19:1–2):

...შიში არ უნდა გვქონდეს, მხოლოდ თავად უნდა ვივარჯიშოთ სათნოების ღვაწლში; მაშინ ამისგან არანაირი ზიანი არ მოგვადგება. თითოეული ან გვირგვინდება, ან ისჯება იმის მიხედვით, თავად რა ქმნა, როგორც ნეტარი პავლე ამბობს: „რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი" (), და კვლავ: „რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (). ეს ყველაფერი რომ ვიცით, ყოველგვარი უზრუნველობა მივატოვოთ და მთელი ჩვენი ძალა სათნოებას მივუძღვნათ, სანამ ჯერ კიდევ ასპარეზზე ვიმყოფებით, სანამ სანახაობა არ დასრულებულა; ვიზრუნოთ ჩვენი ცხონებისთვის, რომ ამ ხანმოკლე დროში სათნოების ღვაწლი აღვასრულოთ და დაუსრულებელ საუკუნეში ჯილდო მივიღოთ. აი, მართალი ლოტიც, თუმცა ასეთი უამრავი მანკიერი ადამიანის შორის ცხოვრობდა და არც ერთი მიმბაძველი არ ჰყავდა თავისი სათნოებისა, პირიქით, ხედავდა, რომ ყველანი დასცინოდნენ და ეკიცხებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არა მხოლოდ არ დასუსტდა სათნოებაში, არამედ ისე გაბრწყინდა, რომ ანგელოზების მიღებაც კი იმსახურა, და, როცა ყველანი სრულიად დაიღუპნენ, მხოლოდ ის ერთი ასულებთან ერთად გადაურჩა ქალაქს დატეხილ სასჯელს. მაგრამ სიტყვის წესრიგს დავუბრუნდეთ....

სრულად ნახვა
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. რწმენა ზეციურ მემკვიდრეობაში:

...მიწაზე ხოხვისა და აურაცხელი მძიმე ცოდვით დამძიმებულთ. ამ ყველაფრის გახსენებით ნეტარი პავლე, რომელსაც ქრისტე ცხელად უყვარდა, რომელიც, თითქოს ფრთებზე, მთელ ქვეყნიერებას შემოუარა, რომელიც ხორცში მყოფი უხორცო არსებათა სრულყოფილებას ცდილობდა გამოევლინა, ასე ძახილებდა: „სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ" (). შეხედე, რა მადლიერება; შეხედე, რა მაღალი სათნოება; შეხედე, რა ცხელი სიყვარული! ქრისტეს „სიყუარული, — ამბობს, — მაწუევს ჩუენ", ესე იგი, აღძრავს, აიძულებს, მიზიდავს. შემდეგ, სურს რა თავისი სიტყვები განმარტოს, ამბობს: „ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოწყდეს. და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა" (2 კორ 5:14–15). ხედავ, რა სამართლიანად თქვა, რომ ქრისტეს „სიყუარული მაწუევს ჩუენ"? თუ ქრისტე ჩვენ ყველასთვის მოკვდა, იმისთვის მოკვდა, რომ ჩვენ, ცოცხლები, აღარ ჩვენთვის ვცხოვრობდეთ, არამედ მისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა. მივიღოთ ეს მოციქულის შეგონება და ვიცხოვროთ არა ჩვენთვის, არამედ ჩვენთვის მომკვდარისა და აღდგომილისთვის. მაგრამ როგორ, იტყვი, შეგვიძლია არა ჩვენთვის ცხოვრება? ისმინე კვლავ იმავე ნეტარი პავლესი, რომელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტება არს“ (17,17).:

...ნებ, ვითარმედ სხუასაცა მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „წმიდა-ყვენ“, ესე იგი არს: და განარჩიენ იგინი ქადაგებისა მისთჳს და სიტყჳსა. და ესე საცნაურ არს შემდგომთა მათ სიტყუათაგან, რომელ თქუა: „ვითარცა მე მომავლინე სოფლად“ (17,18); ვითარცა იტყჳს პავლეცა, ვითარმედ: „დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ“, რამეთუ რომლისათჳს ქრისტე მოვიდა, მისთჳს მოვლეს მათცა სოფელი. ხოლო ვითარცა აქაცა არა მსგავსებაჲ არს მოციქულთაჲ და უფლისაჲ, ხოლო ჩუეულებაჲ არს თავადისაჲ მომავალისაჲ ვითარცა ყოფადისაჲ თქუმად, ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა“ (17,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, თუ: „წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“? შევსწირავ თავსა ჩემსა მსხუერპლად შენდაო, რამეთუ მსხუერპლი ღმრთისა შეწირული ყოველი წმიდა არს, და ვინაჲთგან ძუელსა შინა სიწმიდე იყო ცხოვრისა მის მიერ შეწირვისა სახითა და აჩრდილითა, აწ არღარა სახი-თა, არამედ ჭეშმარიტებითა არს. ამისთჳს იტყჳს: „რაჲთა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა შენითა“, რამეთუ მათცა შენდა შევსწირავ შესაწირავადო, გინა თუ ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან თავადი და წინამძღუარი ამას იქმს, ვითარმცა იგინი იქმან, რამეთუ იგინიცა შეიწირვიან; რამეთუ იტყჳს: „წარუდგინენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).:

...ეშთაესი ყოველთა მათ კეთილთა და საშუებელთა სასუფეველისათა.

ამის სავანისათჳს იტყოდა მოციქული, ვითარმედ: „მსურის წარსლვაჲ და ქრისტეს თანა ყოფაჲ, რამეთუ მაქუს ჩუენ აღშენებული ღმრთისა მიერ სახლი ჴელითუქმნელი, საუკუნე ცათა შინა; რამეთუ ამისთჳს ვკუნესით, საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის“.

ამის სავანისათჳს ეტყოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე: „მამაო, რომელნი მომცენ მე, მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს ეტყჳს მეუფე მარჯუენითთა მათ: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“. ხოლო ამის დიდებულისა და საწადელისა სავანისა ბჭე იწროჲ არს.

არს კუალად მეორე იგი სავანე, სადა არს ბნელი იგი წყუდიადი და ცეცხლი უშრეტი, მატლი დაუძინებელი და ტარტაროზი ქუესკნელისაჲ და განშორებაჲ პირისაგან ღმრთისა. ხოლო კარი სავანისა მის ბოროტისაჲ ვრცელ არს და ფართო.

აწ უკუე რაჲ სიძნელე არს შესლვაჲ ბჭისა მისგან იწროჲსა და პოვნაჲ ზემოთქუმულისა მის დიდებულისა სავანისაჲ და დამკჳდრებაჲ მას შინა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა? ანუ რაჲ სიადვილე არს შესლვაჲ ბ...

სრულად ნახვა