მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:9

8. ამისათჳს გლოცავ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული.9. რამეთუ მი-ვე ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა?10. ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა,
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
9. რამეთუ მი-ვე ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა?
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მი-ვე-ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა (2,9).:

თარგმანი: ესე იყო მორჩილებისა მათისა გამოსაცხადებელი, რაჲთა, ვითარ-იგი პირველ მოიკუეთეს და განაგდეს ბრძანებითა მოციქულისაჲთა, ეგრეთვე აწ ბრძანებითა მისითა კუალად შეიწყნარონ და შეიტკბონ შეცოდებული იგი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის