თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რომელი-ესე სხუასა უმეტეს შეაწუხებს, რაჟამს მის ძლით შეწუხნებოდის ვინმე, მე ამის ძლით უფროჲს მხიარულ ვარ, რამეთუ არა ურგებ და შეურაცხ არს თქუენდა შეწუხებაჲ ესე ჩემ მიერი, არამედ საშინელ და მომაქცეველ ბოროტისაგან.
2 კორინთელთა მიმართ 2:2
...მერთი კვლავ ჩვენკენ მოვაქციოთ: ზრუნვა, ფიქრი, დნობა, ტკივილი და იმაზე დაფიქრება, რომ მან თავისი პირი გვარიდა. ამასვე ამბობს პავლეც, როცა კორინთელებს საკუთარი თავის შესახებ სწერს: „და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?“ () რადგან ეს, საყვარელო, მცირე სარგებელი არ არის: ღვთის პირის არიდების შეგრძნება, წუხილი და ტკივილი. რადგან ასე სწრაფად მოვაქცევთ მას ჩვენკენ.
„ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა?“ () „მოიხილენ, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო“ (). „განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ“ (). რადგან როგორც მაშინ, როცა ღმერთი გვიპყრობს და ჩვენთან არის, ყოველივე მწუხარების მომტანი გზიდან გვცილდება; ასევე, როცა განგვეშორება და დაგვივიწყებს, სულიც განიგლიჯ...
..., ვიდრე-ღა ესევითარისა ურჩულოებისა ხედვაჲ, რამეთუ არა ავნებს მწჳრე ესრეთ თუალთა, ვითარ ავნებს ესევითარისა ბოროტისა ხედვაჲ.
ხოლო აწ უკუეთუ გელმის სმენაჲ ესე ამათ სიტყუათაჲ, მადლიერ ვარ თქუენდა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ვინ-მე არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ იგი, რომელი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?“ და უმეტესად გევედრები, რაჲთა არა დასცხრეთ მწუხარებისა ამისგან, ვიდრემდე გარდაჰკუეთოთ სრულიად ბოროტი იგი საქმე და მოსპოთ სიმყრალე იგი საძაგელებისაჲ სულთაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მრავალგზის მითქუამს ამის ჯერისათჳს, რაჲთა სულიერი იგი სიმრთელე გამოჩნდეს თქუენ შორის, და ნათელი ღმრთისაჲ მიგეფინოს თქუენ, და მიემთხჳნეთ კეთილთა მათ ზეცისათა საქმეთა მიერ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.