მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:17

16. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს?17. რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
17. რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ.
კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ (2,17).:

თარგმანი: არა ჩუენითა სიბრძნითა ვიტყჳთ, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ.. ვითარმედ: რაჲ ქრისტეს უსწავებიეს ჩუენდა, მას ვიტყჳთ.

თავი გ̂. სულიერისა მის და საღმრთოჲსა სარგებელისა მისისათჳს, რომელნი ღირს იყვნენ, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ: წამებულ არს იგი ღმრთისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა ვართ, ვითარცა-იგი მრავალნი, ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა (2,17).:

თარგმანი: ამას ადგილსა ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა შეასმენს, რომელნი-იგი მადლსა მას და ნიჭსა ღმრთისასა თავთა თჳსთა აჩემებდეს, და ესე არს ვაჭარ ყოფაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რაჟამს კაცი არა ყოველსავე ღმერთსა მიაჩემებდეს, რომლისა თჳნიერ არარაჲ წარსამართებელ არს საქმეთაგანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის