თარგმანი: ვითარცა-იგი საკუმეველი იკუმევინ მიმოღებითა საცეცხურისაჲთა, ეგრეთვე ჩუენ მიმოგუაქუსო ზეცისა იგი სულნელებაჲ, ხოლო უკუეთუ ვინმე ცხონდების გინათუ წარწყმდების, სახარებასა იგივე და ერთი შეუცვალებელი ქებაჲ აქუს სათნოებისა თჳსისაჲ, რამეთუ მისი საქმე ცხოვნებაჲ ოდენ არს და არა წარწყმედაჲცა. ხოლო წარწყმედაჲ იგი თჳთ წარწყმედულთა მათ ნებისა საქმე არს, ვითარცა-იგი მზესა მხედველთა უძლურთა და თაფლი სასათა, განრყუნილთა სნებისაგან ბნელ და მწარე აღუჩნდიან. არა მსგავსად ბრწყინვალებისა და სიტკბოებისა ბუნებათა მათთაჲსა, არამედ ვითარ-იგი იყვის განრყუნილებაჲ ბუნებისაგან განჴუებულთაჲ მათ. და კუალად, არა ხოლო მიჰრონსა მას ზეცისასა მიმოდავსდებთ, ყოველთა შორის განფენითა სულნელებისა მისისაჲთა, არამედ თჳთ ჩუენცა სულნელებანი ვართ წარმოუცალიერებელისა მის მიჰრონისა ქრისტესნი, რამეთუ დღითი-დღე მისთჳს მოვსწყდებით და გარეშეთა მიერ მარადღე სიკუდიდ მივეცემით. და რამეთუ მსხუერპლად მისსა განგჳკუთნვან თავნი თჳსნი, უშიშად და კადნიერებით ქადაგებითა სახელისა მისისაჲთა, არა ხოლო ცხოვნებულთა მათ შორის, რომელ არიან მორჩილნი და შემწყნარებელნი ქადაგებისა ჩუენისანი, არამედ...
2 კორინთელთა მიმართ 2:15
14. ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა.15. რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა:16. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს?
2 კორინთელთა მიმართ თავი 2