მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:11

10. ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა,11. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ.12. ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ,
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
11. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან (2,11).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ უკუეთუ იგი უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას და წარიტყუენოს ეშმაკისაგან, არა მისი ოდენ არს ვნებაჲ იგი, არამედ არა თჳსსა მას ზოგადისა ჩუენ ყოველთა გუამისაგან გამოჰკუეთს ეშმაკი და თჳსად მიიხუეჭს, და ესრეთ, ზღვევაჲ შეგუემთხუევის.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ (2,11).:

თარგმანი: იგი არს, ვითარმედ ყოველნი მზაკუარებანი და ღონენი მისნი ვიცნით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის