მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:9

8. და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან.9. და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან.10. ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
9. და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამენ (4,18).:

...თა, ვიჴსენებდეთ რაჲ, ვითარ-ესე სახე მან თავადმან მომცა ჩუენ, რაჲთა ერთი მრავალთათჳს დავსდებდეთ სულთა ჩუენთა ქადაგებისათჳს ღმრთისა და სარგებელისათჳს მოწაფეთაჲსა შეკრვად, და ვიდრე სიკუდილადმდე გუემად, რამეთუ — "მადლი ჩემიო, — პავლეს ესმის ქრისტესგან, - უძლურებათა შინა, ჭირთა და პყრობილებათა სრულ-იქმნების" (), ვითარ-ესე მოჴსენებითა პავლეს კრულებათაჲთა მადლი ჩუენ თანა დაიმკჳდრებს, ზედა-დამტკიცებითა "ამინისაჲთა", რომელ არს "იყავნ", რომელ-ესე არს სიტყუაჲ აღსაბეჭდველი ებისტოლეთაჲ, რომლისა მიმთხუევაჲ მეყავნ ჩუენ, რაჲთა სამარადისოდ ჩუენ თანა იყოს მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

სრულად ნახვა