მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:8

7. და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო.8. და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან.9. და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
8. და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამისთჳს სამგზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან, და მრქუა მე: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების (12,8-9).:

თარგმანი: "სამგზისი" ესე "მრავალგზისისა" ნაცვალი არს, რამეთუ სიმდაბლითა გონებისაჲთა, არცა ამას დაჰფარავს, ვითარ ენება რაჲმე და არა ჴელ-ეწიფა ესრეთ ქმნად, ვითარ-იგი უნდა, არცა სასმენელ იქმნა ვედრებაჲ მისი. ხოლო ვინაჲთგან მრავალ იყვნეს წინააღმდგომნი ქადაგებისა მისისანი, რაჲსათჳს ვითარცა ერთისა განშორებად ევედრების? — ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ ადგილ-ადგილ ერთი ვინმე იყვის აღმძრველი სხუათაჲ, და უფროჲსღა, ყოველსა ადგილსა ერთი და იგივე წინააღმდგომი ყოვლისა კეთილისაჲ — ეშმაკი, რომლისა მიერი დაბრკოლებაჲ ქადაგებისაჲ არა ადვილ უჩნდა მოციქულსა თავს-დებად, ვიდრეღა ევედრა უფალსა, და ესმა მისგან: "კმა არს შენდა ჩემ მიერ მოცემული მადლი მკუდართა აღდგინებისა და ბრმათა აღხილვისაჲ. ნუ ეძიებ უჭირველად და წინა-დაუდგომელად წარმართებასაცა ქადაგებისასა, რამეთუ შენ რეცა უძლურებად ჩემდა ვიეთგანმე საგონებელ გიჩნს, რაჟამს იგუემებოდი და იტანჯებოდი ქადაგებისათჳს ჩემისა. ხოლო მე თჳთ მას უძლურებასა შენსა შინა ვაჩუენებ უმეტესსა ძალსა ჩემსა, რაჟამს თქუენ, დევნულნი, მდევართა მძლე ექმნნეთ, და შეკრულთა შეაძრწუნნეთ შემკრველნი". გარნა შენ იხილე, ვითარ თჳთ სხუაჲ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 141-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მხურვალე ლოცვა და ჭირის სარგებელი:

...პავლეც ამბობს: „და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“ (). „და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა“ (), და მითხრა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (). „რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (); ამიტომაც ამბობს: „სათნოდ მიმაჩნია ჭირებში, უძლურებებსა და დევნულებებში ყოფნა“ ()4. „რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები“ ().

ხედავ, პავლეც როგორ მეტად იღვიძებს ჭირში, როგორ მიეშურება ღმრთისკენ და უფრო მეტად, დიდი სიმხურვალით ეჭიდება მას; თვით ბოროტებათა ფსკერზეც კი, რადგან ამას ნიშნავს: *...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მართალი ლოცვა და შურის არძიება:

..., თუნდაც მთხოვნელნი მართალნი იყვნენ.

რადგან ვინ ყოფილა პავლეზე უფრო მართალი? მაგრამ რადგან არასასარგებლო ითხოვა, არ იქნა შესმენილი. ამის შესახებ ამბობს: „და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა“ (), და მითხრა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (). და კვლავ, ვინ ყოფილა მოსეზე უფრო მართალი? მაგრამ არც ის იქნა შესმენილი, რადგან ღმერთმა უთხრა: „კმა იყავნ შენდა“ (). რადგან აღთქმის ქვეყანაში შესვლას ითხოვდა, ეს კი მისთვის სასარგებლო არ იყო, ღმერთმა არ დაუშვა. ამასთან ერთად, არის კიდევ სხვა რამეც, რაც არშესმენას იწვევს: როცა ცოდვებში ვრჩებით და ასე ვლოცულობთ.

ამასვე ეუბნებოდა ღმერთი იერემიას იუდეველთა შესახებ: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის“ (). **„ა...

სრულად ნახვა