მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:11

10. ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები.11. ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე. რამეთუ ჯერ-იყო ჩემდა, რაჲთამცა თქუენ მეწამენით მე, რამეთუ არარაჲთ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ, დაღათუ არარაჲ ვარ.12. არამედ სასწაული იგი მოციქულისაჲვე იქმნა თქუენ შორის ყოვლითა მოთმინებითა, სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
11. ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე. რამეთუ ჯერ-იყო ჩემდა, რაჲთამცა თქუენ მეწამენით მე, რამეთუ არარაჲთ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ, დაღათუ არარაჲ ვარ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს, რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე (12,11).:

თარგმანი: ეჰა გარდამატებულებასაღა სიმდაბლისასა! ესოდენნი საკჳრველებანი წარმოთქუნა, რაოდენთა არცა კაცთა სასმენელნი ღირს იყვნეს სმენად, და ჯერეთ უგუნურვე უწოდს თავსა თჳსსა, და განაცხადებს მიზეზსა, ვითარმედ: "თქუენ მაიძულეთ, რამეთუ შემეშინა; ნუუკუე ძაგებასა შინა ჩემსა ქადაგებისაცა ჩემისა გმობაჲ და ურწმუნოებაჲ შთაგითესონ ცრუმოციქულთა მათ, რომელთასა ცუდისზრახვასა არათუმცა ადვილად მიდევნებულ იყვენით თქუენ, არად საჴმარ იყვნეს ჩემდა სიტყუანი ესე სიქადულისანი".

ფსალმუნი 130-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. თავმდაბლობა და უფალზე დამყარებული სასოება:

...3. რას ნიშნავს ეს? პავლე, როცა აუცილებლობაც არსებობდა, საკუთარი თავის ქებას უგუნურებად უწოდებს; ამიტომაც დაურთო და თქვა: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე“ (). მაშ, როგორ არ იცოდა ეს წინასწარმეტყველმა და ახლა თავს იქებს არა ორის, სამის ან ათის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნიერების წინაშე, და ქადილით ამბობს: თავმდაბალი ვარ და ზომიერი, მეტად თავმდაბალი და უბრალოო? რადგან ამას ნიშნავს: „ვითარცა ყრმა, განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა“ (). მაშ, რის გამო აკეთებს ამას?

იმიტომ, რომ ეს საქმე ყველგან აკრძალული არ არის; ზოგჯერ აუცილებელიცაა, უფრო კი ისეთიც არის, როცა არა ქადილით, არამედ სწორედ არქადილით ვხდებით უგუნურნი. ამიტომაც პავლე ამბობს: „რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის“ ()....

სრულად ნახვა