მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:1

1. უკუეთუ სიქადული ჯერ-არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა, ხოლო მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა.2. ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ჴორცითა, არა ვიცი, გინა თუ თჳნიერ ჴორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
1. უკუეთუ სიქადული ჯერ-არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა, ხოლო მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სიქადული ჯერ-არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა. ხოლო მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა (12,1).:

თარგმანი: დაღაცათუ ზემო მრავალი ეთქუა სიქადულად შესარაცხელი, არამედ არარაჲვე მათგანი იყო ესოდენ დიდ, რამეთუ პირველ წარმოთქუმულნი იგი ცხადნი საქმენი იყვნეს მრავალთა მიერ არა ხოლო სმენილნი, არამედ თუალით ხილულნიცა. ხოლო ესე ყოველთაგან დაფარულ იყო. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "შე-არა-ჰგავს", არა თუ თავსა შინა თჳსსა ქონებაჲ ესევითართაჲ, არამედ — სხუათა მითხრობაჲ, რამეთუ არათუ ქონებაჲ მადლთაჲ ფარულად, არამედ მითხრობაჲ სხუათაჲ აღაზუავებს კაცსა. გარნა მოციქული ამათ ესევითართა სავნებელთაგან შეუხებელ იყო სიმაღლითა თჳსთა სათნოებათაჲთა, არამედ ჩუენ განგუსწავლის არაოდეს კადრებად სხუათა მითხრობასა ესევითართა მადლთა სიმაღლისასა.

ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. უფლის სიახლოვე და საყოველთაო ქება:

...და მაინც აღასრულა: რადგან, როცა პავლემ შეიცნო, რომ იმას ითხოვდა, რაც სასარგებლო არ იყო, ამის შემდეგ ისიც, რომ მას ღვთის ნება ენდომა და მხურვალედ ენდომა, ღმერთის საქმე იყო. ამიტომაც ამბობდა: „სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, ჭირთა და დევნულებათა“ ()2. ხოლო თუ ადრე საპირისპირო სურდა, უცოდინრობის გამო სურდა; მაგრამ როცა ისწავლა, რომ ეს ღმერთს სურს, ამის შემდეგ თვითონაც კეთილად ინებებს ამას. რადგან ღმერთის ნება და მისი მოშიშების ნება ერთმანეთისგან განსხვავებული არ არის; ხოლო თუ ისინიც, როგორც ადამიანები, რაიმეს მოისურვებენ, შემდეგ გამოსწორდებიან.

„დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს“ (). და ესეც განგების არცთუ მცირე ნაწილია: დაცვა, უსაფრთხოდ შენახვა და მისგან მომავალი განგებითი მზრუნველობის გაწევა. ხოლო „ცო...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 141-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მხურვალე ლოცვა და ჭირის სარგებელი:

...და მადლი ჩემი“** (). „რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (); ამიტომაც ამბობს: „სათნოდ მიმაჩნია ჭირებში, უძლურებებსა და დევნულებებში ყოფნა“ ()4. „რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები“ ().

ხედავ, პავლეც როგორ მეტად იღვიძებს ჭირში, როგორ მიეშურება ღმრთისკენ და უფრო მეტად, დიდი სიმხურვალით ეჭიდება მას; თვით ბოროტებათა ფსკერზეც კი, რადგან ამას ნიშნავს: „მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი“ (), სწორედ მაშინ ხდება პავლე განსაკუთრებით მოშურნე? ხოლო სიტყვა „შენ უწყნი ალაგნი ჩემნი“ () სხვა მთარგმნელმა ასე თქვა: „შენ ხომ იცი“. **„გზასა ამას, რომელსაცა ვიდოდე, დამირწყ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 130-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. თავმდაბლობა და უფალზე დამყარებული სასოება:

...3. რას ნიშნავს ეს? პავლე, როცა აუცილებლობაც არსებობდა, საკუთარი თავის ქებას უგუნურებად უწოდებს; ამიტომაც დაურთო და თქვა: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე“ (). მაშ, როგორ არ იცოდა ეს წინასწარმეტყველმა და ახლა თავს იქებს არა ორის, სამის ან ათის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნიერების წინაშე, და ქადილით ამბობს: თავმდაბალი ვარ და ზომიერი, მეტად თავმდაბალი და უბრალოო? რადგან ამას ნიშნავს: „ვითარცა ყრმა, განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა“ (). მაშ, რის გამო აკეთებს ამას?

იმიტომ, რომ ეს საქმე ყველგან აკრძალული არ არის; ზოგჯერ აუცილებელიცაა, უფრო კი ისეთიც არის, როცა არა ქადილით, არამედ სწორედ არქადილით ვხდებით უგუნურნი. ამიტომაც პავლე ამბობს: „რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის“ ()....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 114-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სასარგებლო ჭირი და სულის ხსნა:

...“** (). რადგან მისთვის სასარგებლო სწორედ ეს იყო: დევნა, ჭირი და შევიწროება. ხოლო როცა გაიგო, რომ ეს სასარგებლო იყო, ამბობდა: „ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა“ () და „დევნულებათა“ (). ამიტომ შემთხვევითი ადამიანების საქმე არ არის სიხარული, როცა ღმერთი მათ შეისმენს და სასარგებლოს აძლევს.

რადგან ბევრს უსარგებლო რამ სურს და ამით ხარობს; წინასწარმეტყველი კი ასე არ იქცევა, არამედ როგორ? უყვარდა, რადგან ღმერთმა შეისმინა იგი და სასარგებლო მისცა. „მოყო ყური მისი ჩემდა“ (). კვლავ ადამიანური სიტყვებით წარმოაჩენს ღვთის ნებას. ამ სიტყვით კიდევ სხვასაც მიანიშნებს, თითქოს ამბობს: „მე არ ვარ ღირსი შესმენად, არამედ თვითონ ჩამოვიდა ჩემთან“....

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ჭეშმარიტი მეგობრობის სიდიადე და საზღაური:

...ბს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს. ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ. მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე."** (; ; ). რამეთუ იქაც აჩვენებს, რომ პავლე ფრიად მდაბალი იყო, რადგან ესოდენი რამ დაითმინა. აქ კი ფულზეც ამბობს ამას: „და ესეღა ჴელ-გუეწიფების, და- თუმცა რაჲმე-გამძიმეთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა," (). „არამედ ვიქმნენით ჩუენ მშჳდ და მყუდრო თქუენ შორის" (). „ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა. ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გჳჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ, არამედ თჳსთაცა სულთა, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით." (). **„არამედ ვიქმნენით ჩუენ მშჳდ და...

სრულად ნახვა