თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: სიტყუანი ესე სიქადულისანი არა ბრძანებისა მისებრ საუფლოჲსა ითქუმიან, რომელი გუამცნებს, ვითარმედ: რაჟამს ჰყოთ ყოველივე ბრძანებული თქუენდა, თქუთ: "მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (). იხილე, ვითარ სიტყუათა ოდენ დასდებს ბრალსა, არა საქმესაცა, რამეთუ სიტყუაჲ სიქადულისაჲ არა საღმრთო არს. ხოლო ოდეს ესევითარი მიზეზი იყოს, რომელ საღმრთოჲ ქადაგებაჲ წარემართებოდის მის მიერ, მაშინ ზომიერად ჯერ-არს ჴუმევაჲ მისი.
2 კორინთელთა მიმართ 11:17
16. კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო.17. რომელსა ესე-ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა.18. ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11