მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:5

4. რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ - არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა, გულის სიტყუათა დავარღუევთ5. და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა,6. და განმზადებულად გუაქუს შურის-გებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
5. და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა,
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესსა (10,5).:

თარგმანი: ესე არს კაცობრივთა გულისსიტყუათა გოდლისსახე ამაღლებაჲ მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, რაჟამს კაცობრივისა ამის სოფლიოჲსა სწავლულებისა მიერ წინა-განეწყობვოდის ვინმე სარწმუნოებასა ქრისტესსა. ესევითარსა ქადაგნი მისნი ვიდრე იატაკამდე განანქრევენ მობერვითა სულისა მიერთა სიტყუათაჲთა, რაჲთა ვერღარა ოდეს წინა-აღუდგეს მეცნიერებასა ღმრთისასა, და თჳთ მათვე წარტყუენულთა ეშმაკისაგან წარმოსტყუენვენ, არღარა იძულებით პყრობად უღელსა ქუეშე მონებისასა, არამედ ნეფსით და თავისუფლებით შემტკბობელ ჰყოფენ მორჩილებად ბრძანებათა ქრისტესთა. ესრეთ მოციქულმან მიმყოვრებულად დადგრომითა სახისმეტყუელებასა ამას ზედა გამოაჩინა უძლურებაჲ კაცობრივთა საქმეთაჲ, ვითარ წინა-დაუდგრომელ არიან წინაშე პირსა საღმრთოთა ბრძანებათასა.

ფსალმუნი 125-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცოდვის ტყვეობა და ხსნის სიხარული:

...1).

1. ცოდვის ტყვეობა და ხსნის სიხარული

ტყვეობის სახელწოდება წარმოთქმით მარტივია, მაგრამ მრავალი აზრი აქვს. არსებობს კეთილი ტყვეობაც, როგორც მაშინ, როცა პავლე ამბობს: „წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა“ (); არსებობს ბოროტიც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა“ (). არსებობს გონისმიერი ტყვეობაც, რომლის შესახებაც ამბობს: „ქადაგებად ტყუეთა განტევებისა“ (ლკ 4:18). არსებობს გრძნობადი ტყვეობაც, რომელიც მტრებისგან მოდის. მაგრამ პირველი უფრო მძიმეა.

რადგან ისინი, ვინც ომის კანონით ვინმეს შეიპყრობენ, ხშირად ტყვეებსაც ინდობენ; და თუნდაც წყლის ზიდვა, შეშის ჭრა უბრძანონ და ცხენთა მწყემსებად აქციონ, სულს არაფერს ავნებენ; ხოლო ცოდვის მიერ ტყვედ შეპყრობილი შეუბრალებელ და ბარბაროს ქალბატონს იძენს, რომელიც მას ყველაზე სამარცხვინო საქმეებისკენ მიათრევს. რადგან ამ ტირანიამ არც დ...

სრულად ნახვა