მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:2

1. მე, თავადი პავლე, გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა, რომელი-ესე პირისპირ მდაბალ თქუენ შორის, ხოლო შორით ვიკადრებ თქუენდა მიმართ.2. ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ჴორციელად მავალნი.3. რამეთუ ჴორციელად თუ ვიქცევით, არამედ არა ჴორციელად განწესებულ ვართ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
2. ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ჴორციელად მავალნი.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ჴორციელად მავალნი (10,2-3).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: იგინი ზრახვენ ჩუენთჳს პირისპირ სიმდაბლესა, ხოლო მე გლოცავ, რაჲთა არა მიჴმდეს პირისპირ კადრებაჲ, რომელ არს ჩუენებაჲ ძალსა მტანჯველობისასა წინააღმდგომთა მათ ჩემთა ზედა, რომელი ჯერეთ არა ხოლო არა მიჴუმევიეს, არამედ არცაღა გულსა დამიდებიეს. ამისთჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო რწმუნებით, ანუ მოვიგონო. ესე იგი არს, ვითარმედ: გლოცავ, რაჲთა დააყენნეთს ეგენი ურცხჳნოებით ძიებისაგან ძალისა ჩემისა პირისპირ, რაჲთა არა მო-რაჲ-ვიდე საქმით დავარწმუნო, თუ რაჲ ძალ-მიც, ანუ გულსა ოდენ დავიდვა ქმნად, რამეთუ, მენებოს თუ, ძალ-მიც. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მოციქულისაჲ, ვითარ საჭირო არს ჴუმევაჲ ძალისაჲ'. ხოლო მას ჯერეთ სცონის და დროებს, და კადრებად უწოდს საქმესა ამას, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს რჩეულისა მოძღურისაჲ, რაჲთა დრო-ცემითა ტანჯვისაჲთა ადგილ-სცემდეს მოწაფეთა შენანებად ბრალისა. ხოლო ამას შესმენასა წინააღმდგომნი იგი იტყოდეს მოციქულისათჳს, ვითარმედ: ჴორციელად და თუალ-ხუშით ვალს, და კაცთმოთნებით იქმს ყოველსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის