თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: იგინი უკუე სხჳსა ნამუშაკევსა ზედა იქადოდედ, ვითარცა შუენის ცრუმოციქულთა, და არათჳსსა თავთა თჳსთა აჩემებედ. ხოლო მე იერემიაჲსგან განსწავლულ ვარ, რაჲთა, რასა-იგი ვიქადოდი, უფლისა მიერ ვიქადოდი, ესე იგი არს, რაჲთა არა ხოლო უცხოჲსასა არა ვიჩემებდე, არამედ ჩემსაცა მას ნამუშაკევსა ღმერთსავე მივაჩემებდე, რამეთუ მის მიერ მოვიწიე მე საზომსა ამას, რომლითა შემძლებელ ვიქმენ შორიელთაცა მიმართ განფენად სახარებისა.
2 კორინთელთა მიმართ 10:17
16. მიერ კერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად.17. ხოლო რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ.18. რამეთუ არა რომელი-იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილი, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10