თარგმანი: ვინაჲთგან დიდება მოძღურისა არს სარწმუნოებასა შინა წარმატებაჲ მოწაფეთაჲ, ამისთჳს მოციქული თჳსსა კანონსა ზედა, ესე იგი არს მისდა ხუედრებულსა მას ზედა წინლსა ქადაგებისასა განდიდნების, ვითარ არა ხოლო თჳსთა მათ სამწყსოთა უნაკლულოდ აღმავსებელ იქმნა ქადაგებითა ქრისტესითა, არამედ მიერ კერძოცა ნამეტნავად განჰფინა იგი, და ესრეთ, არა ხოლო ერთი ადგილი, არამედ ზოგად ყოველი სოფელი წილ და ხუედრ თჳსსა ყო ყოველთა შორის განფენითა მუშაკობისა თჳსისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ 10:16
15. არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად,16. მიერ კერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად.17. ხოლო რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10