თარგმანი: პირველად ნუგეშინის-ცემად ჭირთა შინა მოთმინებისა იტყჳს ზიარებასა ქრისტეს ვნებათასა და მის მიერ განმრავლებასა ნუგეშინის-ცემათასა, ხოლო აწ მეორედ სარგებელსა მოწაფეთასა, რამეთუ უკუეთუმცა უჭირველად ყოფისათჳს და რიდობისა ბრძოლათა და დევნულებათაჲსა დაედუმა მოციქულთა ქადაგებაჲ სახარებისაჲ, ესე საქმე წარწყმედა იყო მოწაფეთა, უსმენელად დაშთომისა მიერ საღმრთოთა შჯულთაჲსა, ხოლო ვინაჲთგან იგინი არა შეშინდეს ჭირთა და დევნულებათაგან, არამედ კადნიერებით მოუწოდეს მათ ჭეშმარიტისა მიმართ სარწმუნოებისა, რომლითა იქმნა ნუგეშინის-ცემაჲ და ცხორებაჲ მათი მოქმედებითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი-იგი არა შეიქმს, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მოქმედებს მათ შორის ძალთა და სასწაულთა, ხოლო ფრიადსა სათნოებასა წამებს კორინთელთასა, ვითარმედ, ვითარ-იგი თჳთ მათ ქადაგთა მათთა ქადაგებისათჳს, ეგრეთვე მოწაფეთაცა მათთა სწორივე ჭირი შეემთხუევის რწმუნებისათჳს ქადაგებისა მათისა.
2 კორინთელთა მიმართ 1:6
5. რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი.6. რამეთუ გინა თუ ვიჭირვით, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა, რომელითა-ესე ჩუენცა გუევნების.7. და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს. გინა თუ ნუგეშინის-ცემულ ვართ, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა; უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეთცა ნუგეშინის-ცემასა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1