თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რიდობაჲ რაჲ ვთქუ, ნუ შეგაწუხებს იჭჳ ამისი, ვითარმედ მძლავრებით რასმე ვმთავრობ თქუენ ზედა, რამეთუ სარწმუნოებაჲ ესე ქადაგებისა ჩუენისაჲ რწმუნებითი არს და არა იძულებითი, არამედ ვინაჲთ ჩემი სიხარული თანამოქმედი არს და შემწე თქუენისა სიხარულისაჲ, ამისთჳს არა მოვედ, რაჲთა არა შეწუხებაჲცა ჩემი მათ ზედა, რომელთა ცოდეს და ჯერეთ არა შეუნანებიეს, მიზეზ გექმნეს თქუენ ყოველთა შეწუხებისა.
2 კორინთელთა მიმართ 1:24
23. ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ.24. არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანა-შემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1