მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:2

1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა:2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,2).:

თარგმანი: ვითარცა ყოველთა ებისტოლეთა, ეგრეთვე აქაცა დაჰრთავს ჩუეულებისაებრსა საბეჭდავსა ლოცვისასა, ესე იგი არს, ვითარმედ: ყოველივე კეთილი არა სასყიდელად საქმეთა, არამედ მადლით ნიჭად მოგუეცემის, და მშჳდობაჲ იგი მის მიერ მომადლებული მტკიცე არს ჩუენდა, მის მიერ, რომელმან-იგი მადლით მიშვილნა ჩუენ ბუნებითისა მის ძისა მისისა და ბუნებით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ, რაჟამს ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი.

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სულის მადლი და ქრისტეს სიტყვათა ძალა:

...მისი მეშვეობით სასწაულები ხდებოდა და ყველას ცოდვები იხსნებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მადლი, რომელიც ამდენ მხარეში ეძლევა, მაინც ძღვენის ერთგვარი ნაწილი და წინდია. რადგან ამბობს: „მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა“ (); მოქმედების ნაწილს გულისხმობს, რამეთუ ნუგეშისმცემელი ნამდვილად არ იყოფა.

იხილე, როგორი და რაოდენია წყარო: „რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა, და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ“ (). და ამდენი ნიჭი ამდენ ერში ნათლისღების მადლმა მთელ მიწაზე განავრცო; და ყოველივე ამას სულის ეს წვეთი აღასრულებს. რომ ეს წვეთი იყო, მან იმით ცხადყო, რომ თქვა: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა“ (), და იმი...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სარწმუნოების განმტკიცება ჭირთა შორის:

...გ, სამი თვე დაყოვნდა საბერძნეთში. სხვა არის განგებულებითა და საკუთარი ნებით დარჩენა, და სხვა — დაბრკოლებული ყოფნა. იქ ხომ ამბობს, რომ ამ მხარეებში ადგილი აღარ ჰქონდა, და კიდევ: „გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ" (); აქ კი ამგვარი არაფერი თქვა, არამედ რა? რომ სატანამ დააბრკოლა. ამბობს: „მე, პავლე, ერთ-გზის და ორ-გზის" ().

იხილე, როგორ საგანგებოდ წარმოაჩენს საკუთარ თავს. რათა ეჩვენებინა, რომ ყველაზე მეტად ისინი უყვარდა. სიტყვები „მე, პავლე" ამას ნიშნავს: თუნდაც სხვები არა, მე მაინც, ამბობს. რადგან მათ მხოლოდ სურდათ, მე კი წამოვიწყე კიდეც. „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?" (). **„ანუ...

სრულად ნახვა