მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:16

15. და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად, რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს,16. და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად.17. ამას უკუე რაჲ განვიზრახვედ, მცირედ რაჲ-მე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, რაჲთა იყოს ჩემ მიერ იგი ჰეჲ ჰე და არაჲ - არა?
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
16. და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად (1,16).:

თარგმანი: პირველსა მას ებისტოლესა შინა მაშინღა ეთქუა მისლვაჲ მათდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლოს, ხოლო აწ ეტყჳს პირველად მუნ მისლვასა, და ეგრეთღა მაკედონიად წარსლვასა.

რაჲ არს ესე? ნუუკუე თჳთვე წინა-აღუდგების თავსა თჳსსა? —ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესოდენ უცონო ვარ მოსლვად თქუენდა, რომელ, დაღაცათუ პირველ მაკედონიას მეთქუა წარსლვაჲ, არამედ მენება, რაჲთა უპირატეს მათსა თქუენდა მოვიდე, გარნა არა მიფლეს საქმეთა შემთხუევამან ქმნად რასმე ნებისაებრ ჩემისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის