მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:4

3. ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა.4. უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ, ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა.5. ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
4. უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ, ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამცნებდ ამას და ასწავებდ. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა." ().

1. მოძღვრის ხელმწიფება და წერილთა შესწავლა

საქმეთაგან ზოგს სწავლება სჭირდება, ზოგს კი ბრძანება. ამრიგად, თუ იმაზე გასცემ ბრძანებას, რისი სწავლება გვმართებს, სასაცილო გახდები; და პირიქით, თუ იმაზე ასწავლი, რაზეც ბრძანება გვმართებს, იმავესვე დაითმენ. რას ვგულისხმობ? ბოროტი რომ არ უნდა იყო, ამის შესახებ სწავლება კი არ არის საჭირო, არამედ ბრძანება და უფრო მეტი ხელმწიფებით აკრძალვა; ასევე, კაცმა იუდეველობას რომ არ უნდა მიჰყვეს, ამას ბრძანება სჭირდება. ხოლო თუ ამბობ, რომ საჭიროა, კაცმა თავისი...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სარწმუნოება თავისიანებზე ზრუნვით და კეთილი საქმეებით:

...ადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, რომელი ყოფილ არს ერთის ქმრის ცოლ, და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ“** (). მან თქვა: „ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა“ (); თქვა: „რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს“ (); თქვა, რომ „თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს... ურწმუნოჲსა უძჳრეს“ (); თქვა ის, რისი არმქონე ქვრივიც ქვრივთა სიაში ღირსი არ არის; აქ კი ამბობს, რა უნდა ჰქონდეს ამის შემდეგ. მაშ რა? წლების მიხედვით შევიყვანთ მას სიაში? და ეს რა ღირსებაა? რადგან სამოცი წლის შესრულება მისი საქმე არ არის. იგი ამბობს: მხოლოდ ასაკის მიხედვით არა; რადგან თუნდაც იმ ასაკსაც გადააბიჯოს, თუ საქმეები არ აქვს, მაშინაც ნუ ჩაირიცხება. რატომ განიხილავს ასაკს ასე ზუსტად,...

სრულად ნახვა