...იღებს. ახლა ჩვენთან ყველაფერი სულ სხვა გზით მიდის; ქალებში გაბატონებულია ნაზურობა, ზრუნვა ტანსაცმელზე, ოქროს სამკაულებზე და საერთოდ გარეგნულ მორთვაზე, ხოლო სულზე არანაირი ზრუნვა არ არის. მათ ვერ არწმუნებს პავლეც, როცა ხმამაღლა ამბობს: „არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა" (). შეხედე, როგორ ეს სული, რომელიც ცას აღწევდა, სირცხვილად არ მიაჩნდა თავის სიტყვაში ასეთ საგნებამდე ჩასვლა და თმის წნევის შესახებ შეგონება. და სამართლიანადაც, რადგან მისი მთელი ზრუნვა სულთა გამოსწორებისკენ იყო მიმართული. რაკი ხედავდა, რომ ასეთი ზრუნვა გარეგნობაზე სულს დიდ ზიანს აყენებს, არ უარყო, ეთქვა ყველაფერი, რაც კი ამ სნეულებით შეპყრობილთათვის საჭირო იყო. მაგრამ თუ, ამბობს, გსურს მორთვა, ჭეშმარიტი მორთვით მოირთე, რომელიც ღვთისმოსავ ქალებს შეეფერება: კეთილი საქმეებით მოირთე. აი, სულის მორთვა, რომელიც არანაირ გაკიცხვას არ ექვემდებარება გარეშე ხალხისგან, და ვერავინ წაგართმევს ამ სამკაულს: იგი ყოველთვის უვნებელი რჩება. გარეგანი მორთვისგან უთვალავი ბოროტება წარმოიშვება: სულიერ ზიანზე აღარ ვლაპარაკობ, აქედან წარმოშობილ დიდებისმოყვარეობაზე, მოყვასთა სიძულვილზე, სულის ამპარტავნებაზე, სულის გახრწნაზე, აკრძალულ სიამოვნებებისკენ გატაც...
1 ტიმოთეს მიმართ 2:9
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ყოველგვარი საჭიროებისა და სარგებლის გარეშე, მხოლოდ სულის ზიანითა და გახრწნით? სწორედ ამიტომ ქვეყნიერების მოძღვარმაც, „საზრდელ და საფარველ ჴორცთა" რომ თქვა, აგრეთვე ქალებს მიმართა და ამბობს: „ეგრეთვე დედათაჲ... შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა" (). ხედავ, როგორ არ სურს, ასეთი სამოსელით შეიმკონ, ოქრითა და ძვირფასი ქვებით მოირთონ, — არამედ, რომ ჭეშმარიტ მორთვაზე იზრუნონ — სულისა, კეთილი საქმეებით ამაღლდეს მისი სილამაზე, და არა ისე წარმოაჩინონ სული (სხეულის მორთვისას), რომ ის სიბინძურეში, ჭუჭყში, ძონძებში იყოს, მშიერი, სიცივისგან გამოფიტული. სხეულის ასეთი მოვლა და მორთვა სულის უშნოობის მოწმეა, სხეულის ფუფუნება სულის შიმშილს ამხელს, მისი ტანისამოსის სიმდიდრე სულის სიშიშვლეს აჩენს. შეუძლებელია ხომ, რომ ვინც სულზე ზრუნავს და მის მშვენიერებასა და სილამაზეს აფასებს, გარეგნულ მორთვაზე იზრუნოს, ისევე როგორც შეუძლებელია, გარეგნობით, ტანისამოსის სილამაზითა და ოქროს სამკაულებით დაკავებულს სულზე სათანადოდ ეზრუნოს. მართლაც, როდის შეძლებს ოდესმე თავისი საჭიროებების შეცნობამდე ან სულიერ საგნებზე ჩაფიქრებამდე ამაღლებას სული, რომელმაც სრულიად მიწიერს მისცა თავი, მიწაზე ხოხავს და, ასე ვთქვ...
...ანაც მოიქცე და ის ყოველდღე იბანე მხურვალე ცრემლებით. ამ (ცრემლის) წყლით უწმინდურობის ჩამობანით სული სულ უფრო ბრწყინვალე ხდება. და, რადგან ძალიან ბევრი ქალი, დიდი განებივრებით, მოციქულის მცნებას უგულებელყოფს, რომელიც ბრძანებს, არ შეიმკონ თავი არც თმის წნულებით, არც ოქროთი, არც მარგალიტებით, არც ძვირფასი სამოსით (), და დიდი ფუფუნებით ამშვენებენ თავს; და არა მხოლოდ ქალები, არამედ განებივრებული კაცებიც, ქალების სისუსტემდე მისულნი, ხელებზე ბეჭდებს იკეთებენ და ძვირფასი ქვებით ამშვენებენ თავს, რისი სირცხვილიც და სიწითლეც უნდა ჰქონდეთ, — მაშ, ამათაც და იმათაც, ჩვენი სიტყვის მოსმენის შემდეგ, ეს ძვირფასი ქვები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს კაცებსაც და ქალებსაც, სულის შესამკობად მოახმარონ და იმით შეამკონ. სხეულზე დაკეთებული, თუნდაც მშვენიერ სხეულზე, მას ამახინჯებს; პირიქით, სულზე დადებული, თუნდაც მახინჯ სულზე, მას დიდ მშვენიერებას ანიჭებს. მაგრამ როგორ შეიძლება ეს ძვირფასი ქვები სულზე დადო, იტყვი? კვლავ ღარიბთა ხელებით: ისინი, (შემოწირულობის) მიმღებნი, მომცემის სულს მშვენიერებას ანიჭებენ. მათ მიეცი შენი ძვირფასი ქვები და მათ მუცელში განაბნიე, ხოლო ისინი შენს სულს ისეთ მშვენიერებას მიანიჭებენ, რომ გარეგნობით ჭეშმარიტ სიძეს მიიზიდავ და უთვალავ კეთილს...
...სარგებელი ოქროქსოვილთა სამოსელთაგან შემოსისაჲ, ვინაჲთგან „ყოველი ჴორცი თივაჲ არს, და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვი-თარცა ყუავილი თივისაჲ”?1
ამას ყოველსა ვიტყჳ, რაჲთამცა გასწავე შემოსად სამკაული იგი, რომელი გუასწავა დიდმან მოციქულმან პავლე: „არა ოქროჲ ანუ ვეცხლი, არამედ საქმენი ღმრთისმსახურებისანი“, რომელნი-იგი უკუნისამდე ჰგიან და მომგებელთა მათთა გჳრგჳნითა ბრწყინვალითა შეჰმოსენ. ხოლო უკუეთუ კაცთამიერსა დიდებასა ეძიებ, ეგრეცა საღმრთონივე საქმენი მოიგენ, ხოლო ჴორციელისა სამკაულისათჳს არავინ გაქებს, დაღაცათუ გაქონ, უგუნურთა და სოფლისმოყუარეთა, არამედ უფროჲსად იგინიცა არა გაქებენ, არამედ გეშურებიან. ხოლო საღმრთოთა საქმეთათჳს კეთილნიცა და ბოროტნიცა გაქებენ, და ფრიადი მიიღო კაცთაგან ქებაჲ და ღმრთისაგან სასყიდელი დღესა მას საშჯელისასა. ესევითარი უკუე სამკაული შევიმოსოთ, რაჲთა აქაცა კეთილად ვიყოფვოდით და მუნ საუკუნენი კეთილნი ვპოვნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.