...დაღუპვისგან ვიხსნა? განა ვყოვნებ, როცა მათ მოქცევას ვხედავ? განა არ ვთქვი: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ" ()? განა თავად ისინი ისე ეძიებენ თავიანთ ცხონებას, როგორც მე ვზრუნავ, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს და „მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა" მოვიდეს ()? განა იმისთვის გამოვიყვანე შენ არარსებობიდან, რომ დაგღუპო? განა ტყუილად დავამზადე სასუფეველი და უთვალავი, გამოუთქმელი სიკეთეები? განა არა იმისთვის ვემუქრებოდი გეენით, რომ ამ საშუალებითაც მაინც ყველა სასუფევლისკენ სწრაფვას ვაიძულებდი? მაშ, ნეტარო წინასწარმეტყველო, დატოვე ისინი და ჩემთან ლოცვა ნუ აღავლენ მათთვის, არამედ მხოლოდ იმაზე იზრუნე, რომ მათი სენი განკურნო, რომ საკუთარი უძლურების გრძნობაში მოიყვანო და ჯანმრთელობას დაუბრუნო; მაშინ მეც ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მე არ ვყოვნებ და არ ვაყოვნებ, როცა კეთილგანწყობილ სულს ვხედავ; მხოლოდ ერთს ვითხოვ — ცოდვათა აღსარებას, და ამის შემდეგ სასჯელს აღარ მივუზღავ. მძიმე და დამტვირთავი ხომ არ არის ჩემი მოთხოვნა? თუ მე არ მცოდნოდა, რომ ისინი უარესნი ხდებიან სწორედ იმის გამო, რომ წინანდელ ცოდვებს არ აღიარებენ, ამასაც არ მოვითხოვდი. მაგრამ ვიცი, რომ კაცობრივი მოდგმა ძალიან...
1 ტიმოთეს მიმართ 2:4
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...სად, დავფარავთ მას და დაცემულ სულს შეგონებებითა და რჩევებით გამოვასწორებთ, ღვთის კაცთმოყვარეობის სიდიადის, უსაზღვრო სახიერებისა და უზომო მოწყალების შეხსენებით, რათა ღვთისგან იმ (ნოეს ვაჟებზე) მეტი კურთხევა ვიმსახუროთ, მისგან, «რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ» (), და არ სურს «სიკუდილი უშჯულოჲსაჲ,... ვითარ მოქცევაჲ მისი... და ცხოვნებაჲ მისი» (). «და შიშლოებაჲ მამისა მათისა», ნათქვამია, «არა იხილეს». შეხედე, როგორ ასრულებდნენ ისინი ასეთ ძველ დროში, მხოლოდ ბუნებრივი კანონის ხელმძღვანელობით, უკვე იმას, რაც შემდეგ კანონში იქნა დადგენილი კაცობრიობის სასწავლებლად. კანონი ამბობდა: «პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა» (), და კიდევ: «ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს» (); ხოლო ისინი ამას საქმით უკვე ასრულებდნენ. ხედავ, როგორ ჰქონდა ბუნებას უკვე ადრე (კანონამდე) საკმარისი მოძღვარი (სათნოებისა)?
«და განიფრთხო», ამბობს წერილი, **«ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭ...
...ცა სათნოებისკენ მოშურნეობას ვთხოვთ ან წერილის კითხვაში გულმოდგინებას ვურჩევთ. ჩემი საქმე არ არის, ამბობენ; განა სოფელს დავემშვიდობე, განა ბერი ვარ? რას ამბობ, ადამიანო? განა მხოლოდ ბერებისთვის არის განკუთვნილი ღვთის სათნოყოფა? ღმერთს „ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ" () და არ სურს, რომ ვინმემ სათნოება უგულებელყოს. ისმინე, რას ამბობს ის თავად წინასწარმეტყველის პირით: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი" (). მითხარი, განა ამ მართალს რამე ხელი შეუშალა ცოლთან თანაცხოვრებამ ან შვილებზე მზრუნველობამ? მაშ, ჩვენც, ვგთხოვთ, თავი ნუ მოვიტყუებთ, არამედ რაც უფრო მეტად ვართ ამ საზრუნავებით დატვირთულნი, მით უმეტეს საღვთო წერილის კითხვის წამალი მივიღოთ. ხომ ეს ადამიანებიც ჩვენი თანაბუნებისა იყვნენ; ამასთან, სათნოებისკენ მიმზიდველი იმდენი საშუალება არ ჰქონდათ. მაშ, რა გამართლების ღირსნი ვიქნებით ჩვენ, ვინც ასეთი სწავლებითაც ვტკბებით, ასეთი დიდი მადლისაც ვღირსვართ, ზეგარდმო შეწეობითაც ვსარგებლობთ და გამოუთქმელ კეთილთა აღთქმაც მიგვიღია, თუ ძველი მამების სათნოების ზომას ვერ მივაღწევთ? თუ ყურადღებიანებ...
...ა გადაწყვიტა სათნოების ღვაწლი ეტვირთა და სულიწმიდის მიღების ღირსი გამხდარიყო, ზეგარდმო უხვად მიიღო ნიჭნი. ასევე ჩვენც, თუ ჩვენს მხრივ საჭიროს გავაკეთებთ, არაფერი ხელს არ შეგვიშლის იგივე ნიჭნი მივიღოთ, რადგან უფალი მოწყალეა და „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ" (). ღირსნი გავხდეთ, მხურვალე მოშურნეობით, თუნდაც გვიან, სათნოებას მივმართოთ; ვნებები ჩავაქროთ და სულიწმიდის მისაღებად თავი ღირსი გავხადოთ, — რისაც ყველანი ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
..., არამედ დიდი გულმოდგინებით ვაკეთოთ ჩვენზე დამოკიდებული და შესაფერისი წამალი მივაწოდოთ, რათა ისინი, თუნდაც გვიან, ჭეშმარიტ ჯანმრთელობას მიაღწიონ. ღმერთისთვის არაფერია ისე სანატრელი, როგორც სულის ცხონება. აჰა, პავლეც ღაღადებს: „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ" (); და თავად ღმერთი ამბობს: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი" (); „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი" (). ამიტომაც შექმნა მან მთელი ეს ბუნება და ჩვენ შეგვქმნა არა იმისთვის, რომ დაგვღუპოს ან სასჯელი მოგვცეს, არამედ, რათა გვაცხოვნოს და, ცთომილებიდან გამოგვიხსნას, ნეტარება მოგვანიჭოს (ზეციურ) სასუფეველში. მან ჩვენთვის არა ახლა, შექმნის შემდეგ, არამედ ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე მოამზადა, როგორც თავადვე ამბობს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). ხედავ, რა კაცთმოყვარეა უფალი, როგორ ჯერ კიდევ...
...სა მიგჳზიდვენ.
ვიგლოვდეთ უკუე და ვტიროდით, რაჲთა მოგუხედნეს მეუფემან წყალობით და მოგუანიჭოს მოტევებაჲ ცოდვათაჲ და გამოჴსნაჲ მწარისა მისგან მონებისა ვნებათაჲსა და ღირს-გუყვნეს ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა საუკუნესა, რამეთუ „ჰნებავს მას ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ კაცთმოყუარებისა მისისათჳს. ხოლო გლოაჲ ბრძანებულ არს ჩუენდა არა თჳსთა ოდენ ცოდვა-თათჳს, არამედ მოყუსისათაცა, ვითარცა იქმოდეს წმიდანი იგი, ვითარცა იქმოდა მოსე და დავით და პავლე და სხუანი მრავალნი, რომელთა ვჰპოებთ, ვითარმედ დიდად იგლოვდეს და ტიროდეს ცოდვათათჳს მოყუსისა-თა. და ყოვლით კერძო კეთილ არს მცნებაჲ ესე გლოჲსაჲ და ფრიად სარგებელ, რამეთუ ვინაჲთგან ჭირი ამის საწუთროჲსაჲ საუკუნოჲსა განსუენებისა მომატყუებელ იქმნების, ხოლო შუებაჲ და განცხრომაჲ სატანჯველ-თა მიზეზ გუექმნების, ჯერ-არს გლოაჲ, რამეთუ უაღრესი არს ყოველთა მოღუაწებათა. იხილე, რასა იტყჳს სახარებაჲ ლაზარესთჳს, ვითარ ღირს იქმნა იგი ნუგეშინის-ცემასა მას, რამეთუ შეიწრებული ჭირთაგან ამის საწუთროჲსათა გლოასა შინა იყო უჭირველისა მის ცხორებისა სურვილითა.
ამისთჳსცა ჰრქუა აბრაჰამ მდიდარსა მას: „მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად - ბოროტი...