...რს შემოირტყითო, თვითონვე ამზადებს უკვე ამ საჭურველს: აჩვენებს, საიდან იშობა რწმენა, სასოება და სიყვარული და საიდან ძლიერდება საჭურველი. ამას დასძენს და ამბობს: „რამეთუ არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათჳს, არამედ შესაწევნელად ცხორებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რომელი მოკუდა ჩუენთჳს“ ().
4. ქრისტეში სასოება და ბოროტებისაგან სიფრთხილე
ამრიგად, ამისთვის კი არ მოგვიწოდა, რომ დაგვღუპოს, არამედ იმისთვის, რომ გვაცხოვნოს. და საიდან ჩანს, რომ სწორედ ეს ნებავს? „თავისი ძე მოგვცა ჩვენთვის“, — ამბობს; იმდენად სურს ჩვენი ცხონება, რომ თავისი ძე მოგვცა, და არა უბრალოდ მოგვცა, არამედ სიკვდილს გადასცა. სწორედ ამგვარი გულისხმისყოფისაგან იშვება სასოება. ნუ დაეცემი სასოწარკვეთაში, ადამიანო, როცა ღმერთთან მიდიხარ, რომელმაც შენ გამო ძეც კი არ დაიშურა; ნუ დაკარგავ მხნეობას აწინდელი ბოროტებების წინაშე. ის, ვინც მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა შენ გაცხოვნოს და გეენიისაგან გამოგიხსნას, ამის შემდეგ რაღას დაიშურებს შ...