მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:4

3. რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.4. ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.5. რამეთუ თქუენ ყოველნი შვილნი ნათლისანი ხართ და შვილნი დღისანი, და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
4. ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება:

...მთელ დედამიწას ერთგვარი სქელი ბურუსი, წყვდიადი და ღრუბელი გადაჰფენია; ამის საჩვენებლად მოციქული ამბობდა: „რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ,“ () და კვლავ: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ (). ვინაიდან, ასე ვთქვათ, უმთვარო ღამეა და ამ ღამეში დავდივართ, ღმერთმა მოგვცა ნათელი ლამპარი, როდესაც ჩვენს სულებში სულიწმინდის მადლი აანთო. მაგრამ ამ ნათლის მიმღებთაგან ზოგიერთებმა იგი უფრო ბრწყინვალე და ნათელი გახადეს, როგორებიც იყვნენ პავლე, პეტრე და ყველა ის წმინდანი; სხვებმა კი ჩააქრეს, როგორც ხუთმა ქალწულმა, როგორც მათ, ვინც რწმენაში ხომალდის მსხვრევა განიცადეს, როგორც კორინთოში სიძვაში ჩავარდნილმა და როგორც გზიდან აცდენილმა გალატელებმა. ამიტომ ახლა პავლე ამბობს: „სულსა ნუ დაავსებთ.“ (), ესე იგი, ნიჭს; რადგან პავლეს ჩვეულებად აქვს სულის ნიჭს ასე უწოდოს. სულის ნიჭს კი უწმინდური ცხოვრება აქრობს....

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...„და ვერ განერნენ.“ () შემდეგ კი, რათა ეჩვენებინა, რომ ამას ძმებზე არ ამბობს, დაუმატა: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ ()

3. ნათლის შვილთა სიფხიზლე და საჭურველი

აქ მოციქული ბნელსა და შებილწულ ცხოვრებას გულისხმობს. ბილწი და უკეთური ადამიანები ხომ ყოველივეს ღამით სჩადიან: ყველას თვალს ემალებიან და საკუთარ თავს ბნელში კეტავენ. მითხარი აბა, განა მრუში საღამოს არ ელოდება? და განა მპარავი ღამეს არ ელოდება? განა საფლავის მძარცველს მთელი თავისი საქმე ღამით არ აქვს? მაშ, რა? განა დღე მორწმუნეებსაც მპარავივით არ ეწევა? განა მათთვისაც შეუმჩნევლად არ წამოადგება? მაგრამ განა წინასწარ იციან?...

სრულად ნახვა