მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:3

2. რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის.3. რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.4. ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
3. რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
13. ბოროტების სალმობა და სინდისის სამსჯავრო:

...შეიპყრნა მკჳდრნი ფილსტიმისანი.“** (), ესე იგი: შიში, ძრწოლა, ტანჯვა და ტკივილი. და კვლავ პავლე ამბობს: „რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“ (). აქ ორ რამეზე მიანიშნებს: აუტანელობაზეც და მოულოდნელობაზეც. და ეზეკიაც ამბობს: „რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.“ () ამით იგი სალმობის მეშვეობით საკუთარ აუტანელ შიშსა და ტკივილს აჩვენებს.

სწორედ ასევე ამბობს აქაც წინასწარმეტყველი. რადგან თუნდაც ვინმე ურიცხვგზის ბოროტი იყოს, სინდისის სამსჯავრო არ იხრწნება; იგი ხომ ბუნებრივია და დასაბამითვე ღმერთისაგან არის ჩვენში ჩადებული. და თუნდაც ურიცხვად ვეწინააღმდეგებოდეთ სინდისს, სინდისის სამსჯავრო მაინც თავს გვადგას, ღაღადებს, სჯის, განიკითხავს; და ბოროტებაში მცხოვრებთაგან არავინაა ისეთი, ურიცხვ ტკივილს რომ არ ითმენდეს, მაშინაც...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...)2 ამიტომაც ამბობდა პავლე: „რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.“ () აქ სწორედ ის მოანიშნა, რაც მეორე ეპისტოლეშიც თქვა. ვინაიდან ეს მორწმუნენი ჭირში იყვნენ, ხოლო მათი მოწინააღმდეგენი — განსვენებასა და განცხრომაში. პავლე მათ ახლანდელ გასაჭირს აღდგომის სიტყვით ანუგეშებდა; მოწინააღმდეგენი კი, წინაპართაგან მომდინარე მსჯელობებს წარმოთქვამდნენ, შეჭირვებულებს შეურაცხყოფდნენ და ამბობდნენ: „როდის იქნება?“ (ამასვე ამბობდნენ წინასწარმეტყველებიც: „რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.“ () და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა.“ () რადგან იგი უბრალოდ ამ დღის მოსურნე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა:

...დ იგინი რომელნი იშუებდეს და ბორგდეს და უშჯულო იყვნეს, მოიწია რისხვაჲ იგი. ეგრეთვე იყოს აღდგომაჲ.

ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყოდა, ვითარმედ: „იტყოდიან რაჲ, თუ: აჰა მშჳდობაჲ და უცთომელობაჲ, მაშინ მეყსა შინა მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ ეწიის რაჲ ჟამსა შობისასა, და ვერ განერნენ“. ხოლო ესე ამისთჳს არს, რომელ უცნაურად მომავალ არს დღჱ იგი, რაჲთა მარადის შიშსა შინა ვიყვნეთ და არაოდეს უზრუნველ ვიქმნებოდით. რასა იტყჳ, არა მოელია აღდგომასა და საშჯელსა? ეშმაკნი აღიარებენ აღდგომასა, და შენ ურწმუნო ხარა? რამეთუ ისმინე, რასა ეტყჳან იგინი უფალსა, ვითარმედ: „მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“. ხოლო რომელნი ტანჯვასა აღიარებენ, მათ აღდგომაჲცა იციან და საშჯელი. ნუმცა უკუე განვარისხებთ ღმერთსა საქმითა ამით ბოროტითა, რაჲთამცა სხუათა მათ ბოროტთა ჩუენთა თანა აღდგომისაცა ურწმუნო ვიყვენით. რამეთუ ვითარცა სხუათა მათ საქმეთა ზედა დასაბამ ჩუენდა იქმნა ქრისტე, ეგრეთვე ამასცა ზედა, რამეთუ ამისთჳს „პირმშოდ შესუენებულთა“ ეწოდების მას. უკუეთუმცა კულა არა ყოფად იყო აღდგომაჲ, ვისიმცა პირმშოჲ იყო, ვინაჲთგან აღდგომადმცა არავის ეგ...

სრულად ნახვა