მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:19

18. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ.19. სულსა ნუ დაავსებთ.20. წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
19. სულსა ნუ დაავსებთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს:

...აუტევნა იგინი მადლმან მან. რამეთუ ალი იგი, რომელი მოგუეცა ჩუენ მადლისა მის სულისა წმიდისაჲ, უკუეთუ გუენებოს, აღორძნდების, და უკუეთუ გუენებოს, სრულიად დაშრტების იგი. ხოლო იგი რაჲ დაშრტეს, მერმე არღარაჲ იყოს სხუაჲ ჩუენ ზედა, გარნა არმური და ნისლი. ამისთჳსცა თქუმულ არს, ვითარმედ: „სულიმცა ნუ დაივსების“. ხოლო დაივსების, რაჟამს ზეთი არა აქუნდეს, და რაჟამს ქარი სასტიკისა მობერვისაჲ იქმნას, და კუალად, რაჟამს იწროებით იყოს და ჭირით, რამეთუ ესრეთ დაშრტების ცეცხლი; ხოლო შეიწრდების ესე ცეცხლი ზრუნვათაგან სოფლისათა და დაშრტების გულისთქუმისაგან ბოროტისა, ხოლო არარაჲ ესრეთ დაშრეტს, ვითარ უწყალოებაჲ და მძჳნვარებაჲ და ტაცებაჲ. რამეთუ რომელი არა ზეთისა ქონებასა თანა წყალსაცა გრილსა დაასხმიდეს, ვითარ შეუძლოს მან აღნთებად სანთლისა მის? ხოლო წყალი იგი ანგაჰრებისაჲ არს, რომელი განაგრილებს სულსა ბოროტად. ნუუკუე წარვიდეთ რაჲ ჩუენცა ამიერ, არარაჲ გუაქუნდეს სხუაჲ ჩუენ თანა, გარნა ნაცარი და მტუერი და კუამლი ფრიადი, რომელი შეგუასმენდეს ჩუენ, ვითარმედ ლამპრები გუაქუნდა და დავშრიტეთ; რამეთუ სადა კუამლი იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ ცეცხლი იყო მუნ და დაშრტა.

არამედ ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ჴმისა მის მწარისა სასმენელად, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ“....

სრულად ნახვა