მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:17

16. მარადის გიხაროდენ.17. მოუკლებელად ილოცევდით.18. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
17. მოუკლებელად ილოცევდით.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა." ().

1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება

წინამძღოლს აუცილებლობით აქვს სულმოკლეობის მრავალი საბაბი; როგორც ექიმთა მსახურებს ხშირად უწევთ ავადმყოფთა შეწუხება, როცა ისეთ საჭმელსა და წამლებს უმზადებენ, რომლებიც სასიამოვნო არ არის, მაგრამ დიდ სარგებელს იძლევა; და როგორც მამებიც მრავალ შემთხვევაში მძიმე არიან შვილებისთვის, ასევე არიან მოძღვარნიც, და ბევრად უფრო მეტად. რამეთუ ექიმი, თუნდაც სნეულს შესძულდეს, მაინც კეთილად არის განწყობილი მისი შინაურებისა და ახლობლების მიმართ, ხშირად კი თვით სნეულის მიმართაც; მამასაც ბუნების ძალითაც და გარეგანი კანონებითაც დიდი სიადვილით აქვს ძალაუფლება შვილზე; თუნდაც შვილი თავისი ნების წინააღმდეგ დასაჯოს და გაკიცხოს, არავინ იქნება...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ზეგარდამო წინამძღვრობა და ღვთისმიერი სიხარული:

...ლად გიხილნე თქუენ“, და აგრეთვე: „და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (). და კვლავ პავლე ამბობს: „მარადის გიხაროდენ“ (), „მოუკლებელად ილოცევდით“ (). „და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.“** () რადგან სწორედ ამით და მხოლოდ ამით არის შესაძლებელი ქადილი, ამით სიხარული, ამით მხიარულება; ხოლო ვინც ამქვეყნიურით თავს იწონებს, არაფრით განსხვავდება იმათგან, ვინც სიზმარში ნებივრობს.

6. ღმერთით კვეხნა და მართლის გვირგვინი

მითხარი, ადამიანურ საგანთაგან რა არის ისეთი, რომ ქადილის საფუძველი მოგვცეს? სხეულის ძალა? მაგრამ იგი საკუთარი არჩევანის მონაპოვარი არ არის, ამიტომ ქადილის საფუძველსაც მოკლებულია; თანაც სწრაფად ჭკნება და იშლება, ხშირად კი მფლობელისთვისაც ზიანი მიუყენებია, როცა მას სათანადოდ არ გამოუყენებია....

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2022 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...სიყვარულში" ().

სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“

მოციქული გვარიგებს, - ილოცეთ მუდამ (), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას.

ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ.“

თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ.

ასე რომ, გამუდმებით ილოცეთ - „უფალო, შეგვიწყალენ“ და მარად გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან. ...

ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“ (1 კორინ. 6, 19-20); იღვაწეთ, რომ, წუთისოფელში თქვენი დროებითი მყოფობა ზესთასოფელში...

სრულად ნახვა